ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ოთხშაბათს სპეციალური რეისით პეკინიდან სახელმწიფო ვიზიტით პაპუა-ახალ გვინეაში, ბრუნეიში და ფილიპინებზე გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო სინხუა ავრცეელებს.

აღნიშნულ ქვეყნებს ის პაპუა-ახალი გვინეის გენერალ-გუბერნატორის ბობ დადაეს, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პიტერ ო’ნილის, ბრუნეის სულთანის ჰასანალ ბოლკიაჰის და ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს მიწვევით ეწვევა.

პაპუა-ახალ გვინეაში სი ძინფინგი შეხვდება წყნარე ოკეანეს ქვეყნების პრეზიდენტებს, რომლებმაც დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა ჩინეთთან.

გარდა ამისა, პაპუა-ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრის პიტერ ო’ნილის მოწვევით, სი ძინფინგი ასევე მიიღებს მონაწილეობას APEC-ის (აზია-წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) ხელმძღვანელთა 26-ე არაფორმალურ შეხვედრაში, რომელიც პორტ-მორსბიში (პაპუა-ახალი გვინეა) გაიმართება.

ჩინეთის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შევიდნენ პოლიტბიუროს და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს წევრი, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კანცელარიის უფროსი დინ სიუესიანი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო საქმეთა კომისიის კანცელარიის უფროსი იან ძეჩი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი და ასევე ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ხე ლიფენი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: