ვირთხა

დღეს დამოუკიდებლობის წყურვილით იქნებით შეპყრობილი. ნებისმიერი ჩარჩო ან შეზღუდვა თქვენთვის მიუღებელი იქნება. ფრთხილად იყავით, რადგან ასეთმა მიდგომამ შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს.

ხარი

რეალურად შეაფასეთ მოვლენები და ბედისგან სიურპრიზებს ნუ ელით. უმნიშვნელო საქმეც კი ყურადღებით შეასრულეთ. მეტად დაისვენეთ და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

ვეფხვი

დროა, მოაწესრიგოთ დაძაბული ურთიერთობები გარშემომყოფებთან. იყავით მეტად კომუნიკაბელური და აქტიური. ნუ ჩაიციკლებით წარსულზე.

კურდღელი

მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ნუ აიღებთ ვალებს, ნურც მატერიალურს და ნურც მორალურს.

დრაკონი

დღეს გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. ეცადეთ ეს დღე სწორად დაგეგმოთ და გათვალოთ მოვლენები. საღამო კომფორტულ გარემოში, საყვარელი ადამიანების გარემოში გაატარეთ.

გველი

საინტერესო დღე გელით, - დილით თანამოაზრეებთან შეხვედრა, საღამოს კი რომანტიკული პაემანი. იყავით გაწონასწორებული და ჰარმონიული საკუთარ თავთან.

ცხენი

ეს დღე მშვიდად, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე გაატარეთ. მუშაობისას, ნუ იქნებით შედეგზე ორიენტირებული, უბრალოდ დატკბით პროცესით.

თხა

დღეს მოერიდეთ აგრესიულ ხალხს, სიტუაციებს, მეტად დაისვენეთ, თუმცა, ასკეტიზმს არ მიმართოთ და ნურც სიამოვნებაზე ეტყვით საკუთარ თავს უარს.

მაიმუნი

დღეს საკუთარ თავს უარი არ უთხრათ გემრიელ საკვებზე, ძილსა და მოსვენებაზე. მოერიდეთ ხმაურიან და ხალხმრავალ ადგილებს.

მამალი

დაივიწყეთ უსიამოვნებები და პოზიტიურად განეწყვეთ. საინტერესო ადამიანებთან საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ. გაანებივრეთ ახლობლები პატარა სიურპრიზებით.

ძაღლი

თქვენი მდგომარეობა თქვენს დიპლომატიურობაზეა დამოკიდებული. თავი აარიდეთ უსიამოვნებებს და კავშირი იქონიეთ სასიამოვნოსთან. საღამოს სიტუაცია დარეგულირდება.

ღორი

თქვენ საკმაოდ ამბიციური იქნებით, თუმცა ეს არ შეგიშლით ხელს იმაში, რომ სწორად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. საკუთარი შრომისმოყვარეობის და დიპლომატიურობის წყალობით კოლეგებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას შეძლებთ.