ვირთხა

თხაი პუს ვარსკვლავის გავლენა თქვენს ბუნებრივ შარმს უფრო გააძლიერებს. თქვენი ენერგიულობითა და დელიკატურობით ნებისმიერი ადამიანის გულის მოგებას მოახერხებთ. ვინმეს მხრიდან თქვენთვის უარის თქმა დღეს შეუძლებელი იქნება.

ხარი

დღეს განსაკუთრებით კრეატიული იქნებით. დაეხმარეთ ადამიანებს და თქვენი ინტერესები მაქსიმალურად დაიცავით. ის რაც თქვენ გინდათ, უფრო მნიშვნელოვანია.

ვეფხვი

დღეს თავგადასავლებით აღსავსე დღე გელოდებათ. იდეალური დღეა ბუნებაში და სუფთა ჰაერზე დროის გასატარებლად. გაწყვიტეთ ნებისმიერი ურთიერთობა, რომელსაც მომავალი არ აქვს.

კურდღელი

ოჯახურ გარემოში მშვიდი დროის გატარება თქვენს ემოციებს და ფიზიკურ მდგომარეობას ძალიან გამოადგება. დაგეგმეთ ხანმოკლე რომანტიკული არდადეგები. მოახდინეთ ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება. მოერიდეთ თანხის ზედმეტად დახარჯავს.

დრაკონი

გადახედეთ თქვენს ფინანსებს. თავისუფლად შეგიძლიათ მომავალი კარგად დაგეგმოთ. იმის გამო, რომ ადამიანებს არ ენდობით, შესაძლოა მათი კარგი თვისებებიც შეუმჩნეველი დაგრჩეთ. ნუ იფიქრებთ, რომ ვიღაც გაკონტროლებთ, როცა ეს ადამიანი უბრალოდ ყურადღებიანია.

გველი

დღევანდელი დღის ენერგია რომანტიკის და ოცნებების რეალიზებას უწყობს ხელს. ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. დღეს ძალიან თანამგრძნობი იქნებით. ეს დაგეხმარებათ ადამიანეთან ურთიერთობაში და კარგი რეპუტაციის შექმნაში.

ცხენი

თხენ კის ვარსკვლავის გავლენის გამო საკმაოდ ექსცენტრიული საქციელისკენ იქნებით მიდრეკილი. დღეს ყველაფერი უჩვეულო და ავანგარდული გიზიდავთ. გაგიჩნდებათ ახალი ვარცხნილობის ან მაკიაჟის გაკეთების სურვილი, რათა ყველასგან გამორჩეული იყოთ.

თხა

საუკეთესოდ შეძლებთ საკუთარი ნიჭის გამოვლენას, თუმცა ღირს მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, განსაკუთრებით თუ რაღაც პროექტში ფულის ჩადებას გთხოვენ.

მაიმუნი

მეგობარმა შესაძლოა იმედები გაგიცრუოთ. არ ღირს მათი მხარდაჭერის იმედზე ყოფნა, განსაკუთრებით თუ საქმე მნიშვნელოვანი ადამიანის გაცნობას ეხება.

მამალი

მიიღეთ დამსახურებული კომპლიმენტები ღირსეულად. იდეალური დროა რომანტიკული საღამოსთვის. კარგი დროის გასატარებლად აუცილებელი არ არის შორს წახვიდეთ ან ბევრი ფული დახარჯოთ. თამამად გაუზიარეთ საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობები.

ძაღლი

გადახედეთ თქვენი ცხოვრების სტილს. როგორც წესი, დაკავებული ადამიანი ხართ, ამიტომ ხშირად ისეთ შესაძლებლობებს უშვებთ ხელიდან, რაც თქვენი ცხოვრების სტილს უკეთესად აქცევდა. არასაკმარისი ძილის გამო ყველაფერი რთულად მოგეჩვენებათ.

ღორი

შესაძლოა ამოიჩემოთ ერთი კონკრეტული სიტუაცია ან ადამიანი წარსულიდან, ამ დროს სამუშაო თქვენთვის საუკეთესო თავშესაფარია. წარსულის მწარე გამოცდილებაზე ფიქრი საქმეში ვერ დაგეხმარებათ.