ცივ სეზონზე ჩვენს ორგანიზმს მეტი ენერგია სჭირდება, რომელსაც საკვების მეშვეობით ვიღებთ. ცხელი წვნიანი კერძები და სხვა საკმაოდ ცხიმიანი საკვები ზამთრის მენიუს განუყოფელი ნაწილია.

მაგრამ, რა უნდა გააკეთო ზაფხულში, როცა ფანჯრის მიღმა +35 გრადუსია და ცივი წვენის გარდა არაფერი გინდა?

ამ შემთხვევაში, არსებობს პროდუქტების გარკვეული სახეობები, რომლებიც არა მხოლოდ მსუბუქი და სასიამოვნო საჭმელია, არამედ ეხმარება ორგანიზმს უკეთესად ფუნქციონირებასა და მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლებაში.

1. კიტრი

კიტრი.

.

ახალი კიტრი ზაფხულის საუკეთესო პროდუქტია. ყველამ იცის, რომ მისი 90% წყალს უკავია. კიტრი მდიდარია კალციუმით, ვიტამინი С-თი და მინერალური მარილებით. კიტრი დაგეხმარება ორგანიზმში სითხის შენარჩუნებაში. მისი ჭამა უმჯობესია მარილის გარეშე, თუმცა შეგიძლია გამოიყენო სალათებში.

2. კივი

კივი

.

ეს მწვანე ხილი არა მხოლოდ მდიდარია С ვიტამინით, არამედ აფერხებს დეჰიდრატაციას კალციუმის მაღალი შემცველობის გამო. ზაფხულში ეს სწორედ ისაა, რაც ნამდვილად გჭირდება. ის არეგულირებს გულისცემას და წნევას. კივი შეგიძლია დაამატო ტკბილ სალათებში, წვენებში და ა.შ.

3. ჟოლო

ჟოლო

.

მასში, ფაქტობრივად, ყველა ის აუცილებელი და საჭირო ელემენტი მოიპოვება, რაც ორგანიზმს გამართულად ფუნქციონირებისთვის სჭირდება. შესანიშნავად აქრობს წყურვილის შეგრძნებას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ჟოლოს შეუძლია ორგანიზმში სიცხის შეგრძნების შემცირება და ტოქსინების გამოდევნა. სპილენძის მაღალი შემცველობის გამო, იგი ხელს უწყობს ცუდ განწყობასთან ბრძოლას.

4. ახალი

მწვანილი

.

კიდევ ერთი უნიკალური პროდუქტი ბაღიდან. მიიღე რაც შეიძლება მეტი კამა, ოხრახუში, ხახვი, ისპანახი, სალათის ფოთოლი. დაამატე ისინი საზაფხულო სალათებში. ისპანახი არის ფოლიუმის მჟავას შესანიშნავი წყარო, რომელიც აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების ზრდისთვის.

5. საზამთრო

საზამთრო.

.

საზამთრო არის რეკორდსმენი იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც სწრაფად აქრობენ წყურვილის შეგრძნებას ზაფხულში. მისი 90% წყალია. საზამთრო შეიცავს რამდენიმე კალორიას, ამიტომ შეგიძლია უსაფრთხოდ მიირთვა დიდი რაოდენობით. მისი რბილობი შესანიშნავად ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ და მეტაბოლურ პროცესებს. საზამთრო ასევე ხელს უწყობს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლებაში. ის შესანიშნავად წმენდს თირკმელს და საშარდე სისტემას.

6. ნესვი

ნესვი

.

ნესვი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესებზე. სურნელოვანი საკვები საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა ნერვული სისტემისთვის. ნესვი დიეტოლოგების მიერ ინიშნება, როგორც სამკურნალო საკვები ანემიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.

7. ბულგარული წიწაკა

ბულგარული წიწაკა

.

წიწაკა შეიცავს ვიტამინებს C, B1, B2, B9, P, PP და კაროტინს. ის С ვიტამინის შემცველობით აჭარბებს ლიმონს და შავ მოცხარსაც კი. კალიუმის, მინერალური მარილების, კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, ფოსფორის, ფტორის, რკინის, ქლორის, თუთიის, მანგანუმის, სპილენძის, იოდის, ქრომის, გოგირდის, კობალტის მაღალი შემცველობის გამო, ბულგარული წიწაკა შეუცვლელია ანემიის, დაბალი იმუნიტეტის, ადრეული სიმელოტის, ოსტეოპოროზის დროს. ტკბილი წიწაკა ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას. მისი მოხმარება შეიძლება დიდი რაოდენობით, შიშის გარეშე.

8. შავი მოცხარი

შავი მოცხარი

.

შავი მოცხარი K ჯგუფის ვიტამინების ძირითადი წყაროა. ის აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, წმენდს სისხლს და, რა თქმა უნდა, ის გამოიყენება როგორც სიცხეში სხეულის ტემპერატურის დამაბალანსებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

9. ყაბაყი

ყაბაყი

.

საუკეთესო საშუალებაა სიცხის დროს. ის სწრაფად შეიწოვება სხეულის მიერ და დიდი ხნის განმავლობაში უწყობს ხელს სხეულის გაგრილებას. მისი გამოყენება შესაძლებელია კარტოფილთან, თევზთან და ქათმის თეთრ ხორცთან - გარნირის სახით.

10. სატაცური

სატაცური

.

სატაცური მდიდარია ნახშირწყლებით, კაროტინით, კალიუმის მარილებით, B1, B2, C, PP ვიტამინებით. მასში დიდი რაოდენობით წყალია, რისი მეშვეობითაც ის წმენდს სხეულს და გამოიყენება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დიეტური ბოსტნეული. მისი გამოყენება შესაძლებელია წვნიან კერძებში, სხვადასხვა სახის ხორცეულთან, გარნირის სახით.

და ბოლოს, შეეცადე ზაფხულში მცირე ულუფებით მიიღო საკვები, 3-4 საათში ერთხელ. კვების ეს მეთოდი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და გიცავს სიმძიმის შეგრძნებისგან.

ნუ მიირთმევ ხორცს და ცხიმიან საკვებს ღამით, ის შეგიქმნის უსიამოვნო შეგრძნებას და გამოიწვევს ძილის დარღვევას. უმჯობესია, ჩაანაცვლო იგი მსუბუქი ბოსტნეულის სალათით, რომელსაც დაუმატებ ლიმონის წვენს.

დალიე დიდი რაოდენობით სუფთა წყალი. მასში შეგიძლია დაამატო ლაიმის ან ლიმონის ნაჭრები და ყინულის კუბები.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: