მაკიაჟი და ზაფხულის სიცხე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ალბათ დამეთანხმები, რომ ეს ყველაზე არასასურველი კომბინაციაა. შესაძლოა მშვენივრად გამოიყურებოდე, მაგრამ როგორც კი მზე დაანათებს შენს სახეს, მაშინვე თვალსაჩინო ხდება შენი კანის პრობლემები.

იმისთვის, რომ მინიმუმამდე შეამცირო მაკიაჟის საჭიროება, გაითვალისწინე ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევა.

1. დერმატოლოგიური პრობლემები

თუ შენი კანი ტემპერატურის მცირე ცვლილებაზეც კი მგრძნობიარეა, შეეცადე თავიდანვე მიიღო საჭირო ზომები. სხვადასხვა ტიპის დერმატოლოგიური პრობლემების დროს, განსაკუთრებით გამონაყრისას, ჩაის წყლით გაჟღენთილი კომპრესები საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, რისი მომზადებაც სახლის პირობებში მარტივადაა შესაძლებელი.

2. კანის ქსოვილების აღდგენა

გარუჯვის სურვილმა შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს. 10 წუთის განმავლობაში იოგურტის მარტივი ნიღაბი დაეხმარება შენს კანს ბუნებრივი ბარიერის სწრაფად აღდგენაში. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მასში ალოე ვერას რამდენიმე წვეთს ჩაამატებ.

3. ცხიმიანი კანის მოვლა

თუ აღმოაჩენ, რომ კანი ზედმეტად ცხიმიანი გაქვს და ამას ხელის შეხებითაც გრძნობ, შეგიძლია ყინულის ნაჭერი გამოიყენო. ნელი მოძრაობით წაისვი სახეზე ყინულის ნაჭერი, რათა შესაბამისი ჯირკვლების მიერ ცხიმის გამოყოფა შემცირდეს.

4. ფერიმჭამელები

ფერიმჭამელები კანის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. პატარა შავი წერტილები სახეზე - დამეთანხმებით და - მნიშვნელოვნად ცვლის განწყობას. თუმცა, არსებობს ამ პრობლემის მარტივად მოგვარების გზაც - ლიმონი! ყოველ საღამოს სახე ლიმონის ნაჭერით გაიწმინდე. მჟავა დაგიცავს ფერიმჭამელების გაჩენისგან და არსებულების გაქრობაშიც აუცილებლად დაგეხმარება.

კანის მოვლა ზაფხულში

კანის მოვლა ზაფხულში

5. კანის სიწითლე

თუ დღის განმავლობაში სახეზე სიწითლეს ხედავ, მოამზადე ¼ ჩაის კოვზი მარილისა და 1 ჩ/ჭ თბილი წყლის ნაზავი. ბამბის ნაჭერი გაჟღინთე წყალში, შემდეგ ის წითელ ლაქებზე გადაიტანე და რამდენიმე წამით გაიჩერე.

6. კანის დატენიანება

ალბათ კანის დასატენიანებლად ყოველდღიურად იყენებ სხვადასხვა ტიპის კრემებსა და ლოსიონებს. თუმცა, ამ პროცედურისთვის ძვირადღირებული პროდუქტების შეძენა აუცილებელი არაა. მსგავსი საშუალება ბუნებრივი სამკურნალო ნივთიერებებისგანაც შეგიძლია მოამზადო. თანაბარი რაოდენობით ერთმანეთში აურიე ვაშლის ძმარი, სოდა და წყალი. ბუნებრივი ნარევი დაგეხმარება დაიბრუნო ბუნებრივი იერი და აღიდგინო სიცხისგან გამოწვეული კანის სიმშრალე.

კანის მოვლა ზაფხულში

კანის მოვლა ზაფხულში

6. მშრალი კანი

შენი სახის კანს მაღალი ტემპერატურის პირობებში გამოშრობა ემუქრება. მსგავსი პრობლემის თავიდან ასარიდებლად შეგიძლია საზამთროს ნაყენი გამოიყენო. იგი იდეალური საშუალებაა კანის გასაგრილებლად და გასახალისებლად.

7. ტუჩების გამოშრობა

იმისათვის, რომ თავიდან აიცილო ტუჩების გამოშრობა ცხელ ამინდში, შეგიძლია თაფლი გამოიყენო. თაფლი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ის საუკეთესოა შენი ტუჩების დასატენიანებლად.

8. ნუ დაივიწყებ მზის სათვალეს ზაფხულის განმავლობაში

ატარე მზისგან დამცავი სათვალე, რათა თავიდან აირიდო მიმიკური ნაოჭების გაჩენა.

9. ყოველთვის თან იქონიე სახის ჰიგიენური გამწმენდი

ზაფხულში ოფლის გამოყოფა იზრდება, რაც სახისთვის განსაკუთრებით საზიანოა. ჰიგიენური სახის გამწმენდი დაგეხმარება ამ პრობლემის მარტივად მოგვარებაში.

ავტორი: თეონა მაღრაძე