ვირთხა

დღეს ძალიან ბედნიერი დღე გექნებათ. არავის მისცეთ საშუალება თქვენი თავდაჯერებულობა შეარყიოს. თქვენ ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ ანათებდეთ.

ხარი

დღევანდელი დღე საკუთარი თავის მოვლას დაუთმეთ. ეს მოიცავს კარგად გამოძინებას, სხვების წინაშე ვალდებულებების შემცირებას და ყოველდღიური სეირნობის ტრადიციად ქცევას. ამით სტრესულ მდგომარეობას შეიმსუბუქებთ.

ვეფხვი

ვეფხვის წელში დაბადებულებო, რაც შეიძლება მეტად დიპლომატიურები იყავით. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა დაეხმაროთ თქვენზე ახალგაზრდა ადამიანს, რათა თავი უფრო დაცულად იგრძნოს.

კურდღელი

ამ დღის ენერგია უამრავ შესაძლებლობებს გპირდებათ. კარგი იქნება თუ განტვირთვას გადაწყვეტთ და დროს მეგობრებს დაუთმობთ. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც შეიძლება თქვენთვის არსებობდეს, ზედმეტი თავდაჯერებულობაა. ეს რეალობის აღქმას დაგაკარგინებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით.

დრაკონი

ჭორებისა და გადაუწყვეტელი საკითხების გამო ცუდ გუნებაზე იქნებით. იმისათვის, რომ ყველაფერი გამოგივიდეთ, გაესაუბრეთ გარშემომყოფებს და ნუ ეცდებით კონფრონტაციის თავიდან არიდებას. მეგობრები თქვენს გადაწყვეტილებებზე დადებით გავლენას მოხდენენ.

გველი

ჰარმონიუილი მთვარის გავლენა დაგეხმარებათ იმაში, რომ მეგობრებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი რთული მომენტები წარმატებით მოაგვაროთ. საკუთარი თავის მიმართ დღეს ზედმეტად კრიტიკული და დაუნდობელი იქნებით.

ცხენი

ცხენის წელში დაბადებულებისთვის კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის ან სასწავლო გეგმების დასაწყობად. შესანიშნავი იქნება, თუ სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ. არ აქვს მნიშვნელობა ამინდს, ეს თქვენს განწყობასა და ენერგიაზე დადებითად იმოქმედებს.

თხა

იმდენად იქნებით ორიენტირებული სხვის მოთხოვნებზე და პრეტენზიებზე, რომ საკუთარ თავზე ფიქრიც კი დაგავიწყდებათ. როდესაც ურთიერთობაში ერთი მხარე მაკონტროლებლის როლს ირგებს, მეორე ადამიანი ქრება, თუმცა ხანდახან მაკონტროლებელი ძალიან საჭიროა.

მაიმუნი

დღეს ძალიან ქარიზმატულები იქნებით. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებთან ერთად სამომავლო გეგმებზე იფიქრებთ. გარშემომყოფებისგან წამოსული სითბო და სიყვარული იდეალურ განწყობას შეგიქმნით.

მამალი

დღეს კარგი იდეებითა და დადებითი განწყობით გამოირჩევით. თქვენი კრეატიული წარმოსახვა ძალიან ძლიერია, რაც კარგია იმისთვის, რომ ეს დღე შემოქმედებით საქმიანობას დაუთმოთ. ძველი მეგობრებისგან განსაკუთრებულ თანადგომას იგრძნობთ.

ძაღლი

ბევრი ადამიანი დღეს რჩევისთვის მოგაკითხავთ. მათთან საუბრისას შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოხატოთ თანაგრძნობა. სურვილი იმისა, რომ ყველა თქვენი მეგობარი დაიცვათ, შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.

ღორი

ჩვეულებრივი საუბრისას მოულოდნელ სიახლეებს გაიგებთ. ძალ-ღონე მოიკრიბეთ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. რაც უფრო ორგანიზებული იქნებით, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.