კინოგადაღების დროს ხშირად საჭირო ხდება სახიფათო ტრიუკების გადაღება. ამ სამუშაოს ძირითადად პროფესიონალი კასკადიორები ასრულებენ, თუმცა არიან მსახიობები, რომლებიც არ გაურბიან მძიმე და სახიფათო მუშაობას სანახაობრივ ტრიუკებზე. გთავაზობთ ასეთი უშიშარი კინოვარსკვლავების ათეულს.

1. ჯეკი ჩანი

.

.

ჰონკონგელმა სუპევარსკვლავმა სიჭაბუკეში „პეკინის ოპერის“ სკოლაში ისეთი მკაცრი მომზადება გაიარა, რომ მას შემდეგ არაფერი აშინებდა. სანახაობრივი ორთაბრძოლები, თავბრუდამხვევი აკრობატიკა, სიმაღლიდან ვარდნა... ჩანი ათწლეულების მანძილზე თავად ასრულებდა თავის ტრიუკებს - ყოველ შემთხვევაში, ჰონკონგში გადაღებულ ფილმებში, რადგან ჰოლივუდში მას ზოგჯერ დათმობაზე წასვლა უწევდა. მისი ცნობილი კასკადიორთა გუნდი საჭირო იყო მხოლოდ იმისთვის, რომ მსახიობი ეკრანზე პირველი ყოფილიყო თანასწორთა შორის. გინესის რეკორდების წიგნში ჩანი მოხვდა როგორც „აწ მოღვაწე მსახიობი, რომელსაც ყველაზე ბევრი ტრიუკი აქვს შესრულებული“. აღსანიშნავია, რომ საკუთარი თავზეხელაღებულობის გამო, ჩინელი ვარსკვლავი ბევრჯერ იყო ტრავმირებული და მის სხეულზე ცოცხალი ადგილი პრაქტიკულად აღარ დარჩა.

2. ჯეისონ სტეიტემი

.

.

ბრიტანელი მსახიობი ჯეისონ სტეიტემი კინოში სპორტულად ისეთი მომზადებული მივიდა, რომ ადვილად შეეძლო კასკადიორი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ სტეიტემის დებიუტი მსახიობის რანგში შედგა, მან გადაწყვიტა, რომ ტრიუკებს თავად შეასრულებდა, რა სირთულისაც არ უნდა ყოფილიყო. იმ დროიდან მოყოლებული, ეს მისი პროფესიული კრედოა. „შეუჩერებელნი 3“-ის გადაღებისას სტეიტემის ფიზიკურმა ფორმამ და პროფესიულმა უნარებმა სიცოცხლე გადაურჩინეს. მუხრუჭების გაუმართაობის გამო მსახიობი მანქანით ზღვაში გადავარდა და ალბათ, ვერც გადარჩებოთა, რომ არა მისი მომზადება.

3. მიშელ იეო

.

.

ბავშვობაში მალაიზელი ვარსკვლავი მიშელ იეო ბალეტზე დადიოდა, მაგრამ ხერხემლის ტრავმამ პროფესიის შეცვლა აიძულა. თავდაპირველად იეომ მოდელობა გადაწყვიტა, შემდეგ კი მსახიობობა. აღსანიშნავია, რომ ჯეკი ჩანის რჩევით მიშელი მონაწილეობდა ჰონკონგურ მძაფრსიუჯეტიან ფილმებში და ყველა ტრიუკს თავად ასრულებდა. ამ მხრივ ყველაზე გამორჩეულია 1992 წლის ფილმი „პოლიციის ამბავი 3: სუპერპოლიციელი“. თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ სახიფათო ტრიუკებს დუბლიორი შეასრულებდა, მაგრამ საბოლოოდ იეო ყველაფერს თავად გაუმკლავდა. მან მოძრავ მატარებელზე მოტოციკლით შეხტომაც მოახერხა. როდესაც 5 წლის შემდეგ მსახიობი თამაშობდა „ბონდიანის“ ბლოკბასტერში „ხვალ არასოდეს მოკვდება“, ის ევედრებოდა, რომ მისთვის ტრიუკების შესრულების საშუალება მიეცათ. პროდიუსერების დაჟინებული მოთხოვნით ფილმის გადაღებაზე დუბლიორები მოიწვიეს, რათა ფილმს არ ჰქონოდა რაიმე პრობლემა სადაზღვევო კომპანიასთან. იეოს მაშინ მხოლოდ იმის ნება დართეს, რომ კადრში თავად ეჩხუბა და ის ამით ძალიან უკმაყოფილო იყო.

4. ჰარისონ ფორდი

.

.

მას შემდეგ რაც ჰარისონ ფორდი ცნობილი მსახიობი გახდა, მისი, როგორც ექშნ-ვარსკვლავის, კარიერა გადაიქცა მრავალწლიან ბრძოლად საკუთარი ტრიუკების შესრულებისთვის. მისმა მუდმივმა დუბლიორმა ვიკ არმსტრონგმა ერთხელ განუცხადა, რომ ფორდი ცდილობს კასკადიორებს შემოსავალი წაართვას და რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მსახიობმა ბოდიში მოუხადა, მაგრამ მაინც ვერ მოისვენა და ცდილობდა, რომ ტრიუკების ნაწილი თავად შეესრულებინა. ბლოკბასტერში „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“ ფორდმა თითქმის ყველა ტრიუკი თავად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გადაღების დროს მას „ათასწლოვანი შევარდენის“ დეკორაცია დაეცა, რა დროსაც მსახიობმა ფეხი დაიზიანა.

5. ანჯელინა ჯოლი

.

.

ერთხელ ანჯელინა ჯოლის „ბონდის გოგონას“ როლი შესთავაზეს, რაზედაც მან უპასუხა, რომ უფრო დიდი სიამოვნებით თავად სუპერშპიონს ითამაშებდა. ასე მან მიიღო როლი შპიონურ ტრილერში „სოლტი“, სადაც თავად შეასრულა ყველა ტრიუკი. ფილმებში „მისტერ და მისის სმიტი“, „განსაკუთრებით საშიში“ და სხვა საბრძოლო კინოლენტებში ჯოლის კასკადიორები ეხმარებოდნენ, მაგრამ ცდილობდა ტრიუკები თავადაც შეესრულებინა, ასე რომ სანახაობრივი სცენების უმეტესობაში ეკრანზე არა დუბლიორი, არამედ თავად კინოვარსკვლავია.

6. კიანუ რივზი

.

.

კიანუ რივზს არ უყვარს, როდესაც მასზე ამბობენ, რომ „ტრიუკებს ასრულებს“. მისი აზრით, ამ სიტყვის გამოყენება მართებულია მაშინ, როდესაც საუბარია პროფესიონალ კასკადიორებზე. იმ შემთხვევაში, თუ მსახიობი რაღაც ეფექტურ ილეთს ასრულებს, ეს არის უბრალოდ თამაშის ისეთივე ნაწილი როგორც ჟესტიკულაცია ან რეპლიკების წარმოთქმა. რაც არ უნდა დაარქვან რივზის ტრიუკებს, მის ფილმოგრაფიაში ასეთი ძალიან ბევრია. „სიჩქარეში“, „მატრიცაში“ ან „ჯონ უიკში“ მსახიობი ცდილობდა რაც შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო დამოკიდებული კასკადიორებზე. აღსანიშნავია, რომ ბედის ირონიით, „ჯონ უიკი“ დადგა ჩედ სტაჰელსკიმ, რომელიც „მატრიცის“ ყველაზე რთულ სცენებში რივზის დუბლიორი იყო.

7. ქლოი გრეის მორეცი

.

.

ბოლო დროს მსახიობი ქლოი გრეის მორეცი ძირითადად დრამატულ და კომედიურ კინოში თამაშობს, თუმცა ცნობილი ის სუპერჰეროიკული „შავი“ კომედიის შემდეგ გახდა. მორეცი სულ რაღაც 12 წლის იყო, როდესაც ის სუპერგმირ მკვლელს თამაშობდა, თუმცა მიუხედავად ასაკისა, თითქმის ყველა ტრიუკი გოგონამ თავად შეასრულა. ნორჩი მსახიობი სამი თვის მანძილზე ჯეკი ჩანის გუნდში მომუშავე კასკადიორებისგან ტრიუკებს სწავლობდა. როდესაც 6 წლის შემდეგ მორეცი ასრულებდა საბრძოლო ტრიუკებს ფანტასტიკური ჟანრის ფილმში „5-ე ტალღა“, მას დიდი ძალისხმევა დაჭირდა, რათა თავი მოეჩვენა გოგონად, რომელმაც საბრძოლო ხელოვნებას სულ ახლახანს დაეუფლა.

8. კრისტენ სტიუარტი

.

.

რაც არ უნდა ილაპარაკონ კრისტენ სტიუარტზე როგორც მსახიობზე, ის დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარ სამუშაოს და ხშირად აკეთებს იმას, რაც არ მოსწონს. მაგალითად, კრისტენი სულაც არ იყო აღფრთოვანებული ცხენზე ჯირითით, კლდიდან გადმოვარდნით ან გაყინულ წყალში სიარულით. მიუხედავად ამისა, მან აითვისა ესეც და ბევრი სხვაც, რათა შეეძლო ეთამაშა ფიფქიას როლი ფენტეზის ჟანრის ფილმში „ფიფქია და მონადირე“. ასევე, სტიუარტი ასრულებდა ტრიუკებს ეპოპეაში „ბინდი“, რომელმაც მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.

9 ჯოშ ჰატჩერსონი

.

.

ჯოშ ჰატჩერსონი არ გამოირჩევა მკაცრი მეომრის გარეგნობით, ამიტომ მას არ მიიჩნევენ „ექშნ-ვარსკვლავად“. ამასთან, რომანტიკული გარეგნობა არ უშლის მას ხელს იმაში, რომ სულით მებრძოლი იყოს და თავადვე შეასრულოს ფილმში სახიფათო ტრიუკები. ის აკეთებდა ამას დილოგიაში „მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ“, ეპოპეაში „შიმშილის თამაშები“ და სერიალში „მომავლის ადამიანი“. ჰატჩერსონის თქმით, მას ძალიან უყვარს სპორტი და ტრიუკების შესრულება მისთვის უფრო გართობაა, ვიდრე მძიმე შრომა.

10. შარლიზ ტერონი

.

.

როდესაც შარლიზ ტერონი ემზადებოდა გადაღებისთვის ტრილერში „ფეთქებადი ქერა“, მან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა რეჟისორ დევიდ ლინჩზე და ექშენის დამდგმელ სემ ჰარგრეივზე, რომ მათ გაართულეს ამოცანები, რომლებიც ვარსკვლავს თავდაპირველად უნდა შეესრულებინა. კერძოდ, თანაავტორებმა ტერონისთვის მოიგონეს ხანგრძლივი და თითქოს უწყვეტი საბრძოლო სცენა, რომლის დროსაც მსახიობის გმირი რამდენიმე მოწინააღმდეგეს უმკლავდებოდა. მიუხედავად კოლოსალური დატვირთვისა, ტრიუკების 98% ფილმში შარლიზმა თავად შეასრულა. მას მხოლოდ დიდი სიმაღლიდან გადმოხტომა და კიბიდან ვარდნა არ გააკეთებინეს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: