მარტო მოგზაურობის მოყვარულები ამბობენ, რომ ასე ქვეყანასაც უკეთ გაიცნობენ და საკუთარ თავსაც. გნებავთ მთელი დღე პლიაჟზე გაატაროთ და არსად გახვიდეთ - კიბატონო, უცებ გადაწყვიტეთ ნანგრევები გამოიკვლიოთ - როცა გენებოთ.

მთავარია, რომ თქვენმა მოგზაურობამ კარგი შთაბეჭდილებები დატოვოს და უსაფრთხოდ იყოთ. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომელიც მარტო მოგზაურებმა საუკეთესოდ შეაფასეს.

ნორვეგია

ნორვეგია მეათე ადგილზეა ყველაზე მშვიდ ქვეყნებს შორის. 22-ე ადგილზეა ბედნიერების საერთაშორისო ინდექსით.

ნორვეგია

ნორვეგია

ნორვეგიის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა სანაპიროს გასწვრივ ხომალდით გასეირნება, გზად კი ათობით საზღვაო პორტთან გაჩერდებით. ასევე შეგიძლიათ მთის ქოხებში დარჩეთ ღამის გასათევად. ჩრდილოეთის ციალი კი ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი ბონუსია.

შვეიცარია

მსოფლიოს ყველაზე მშვიდ ქვეყნებს შორის შვეიცარია მეხუთე ადგილზეა, ხოლო ბედნიერების საერთაშორისო ინდექსით 30-ე ადგილს იკავებს.

შვეიცარიის ციხე-სიმაგრეები

შვეიცარიის ციხე-სიმაგრეები

შეიარაღდით კარგი სალაშქრო ფეხსაცმლით და გაემგზავრეთ შვეიცარიის ულამაზესი მხარეების შესასწავლად. აქ კარგადაა განვითრებული სატრანსპორტო სისტემა, ამიტომ ყველა საინტერესო ადგილთან ტრავმაით, მატარებლით ან ნავით შეგიძლიათ მისვლა. ესტუმრეთ ციურიხს, შემდეგ კი ჩრდილოეთით გაემგზავრეთ ჟენევის ტბის სანაპიროზე, სადაც არაერთ გასართობს ნახავთ - რესტორნებს, ღამის კლუბებს და მდიდრულ სასტუმროებს.

ვიეტნამი

მშვიდობის გლობალური ინდექსით 45 -ე ადგილზეა.

ბედნიერების საერთაშორისო ინდექსით კი - მეორე ადგილს იკავებს

ნავით მოგზაურობა ვიეტნამში

ნავით მოგზაურობა ვიეტნამში

ვიეტნამი ფერადი ქალაქია, მდიდარი ბაზრებითა და მომღიმარი ადგილობრივებით. ფანტიეში შეძლებთ პლიაჟის ცხოვრება და შემეცნებითი ტური ერთმანეთს შეუთავსოთ. ეს კურორტი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია აზიაში. გასართობად კი უმჯობესია თუ ჰანოის ესტუმრებით.

ახალი ზელანდია

მშვიდობის საერთაშორისო ინდექსით მე-4 ადგილზეა. საერთაშორისო ბედნიერების ინდექსით 24-ე ადგილზეა.

ჰობიტის სახლი ახალ ზელანდიაში

ჰობიტის სახლი ახალ ზელანდიაში

შთამბეჭდავი პეიზაჟები, მყინვარები, ტროპიკული ტყეები, მთები - ეს ადგილი ჯადოსნურია. ზღაპრული პეიზაჟები დაფოტოშოპებულს გავს. მოგზაურობთ და არ გჯერათ, რომ ეს ყველაფერი რეალურია. აქტიური დასვენების მოყვარულებს თოკით ხტომა, ნავზე გასეირნება და ლეგენდარულ მილფორდის ბილიკზე გასეირნება შეგიძლიათ.

ავსტრია

გლობალური მშვიდობის ინდექსით ავსტრია მესამე ადგილზეა. ბედნიერების საერთაშორისო ინდექსით 42-ე ადგილს იკავებს.

ვენა - ავსტრია

ვენა - ავსტრია

ევროპის ქალაქებს შორის პატარა და კომპაქტური ვენა მარტო მოგზაურობისთვის იდეალური ქალაქია. მრავალი საკონცერტო დარბაზი, ათობით მუზეუმი და კაფე, სადაც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ, ზალცბურგი - სადაც ოდესღაც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ცხოვრობდა. სუფთა ტბებს და ცხელ მინერალური წყარობს თუ ამჯობინებთ, აუცილებლად გაემგზავრეთ კარინტიაში.

იაპონია

მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობის ინდექსით იაპონია მერვე ადგილზეა, ხოლო ბედნიერების საერთაშორისო ინდექსით 48-ე ადგილს იკავებს.

ტოკიო- ღამის ცხოვრება

ტოკიო- ღამის ცხოვრება

რამდენიმე დღე ტოკიოში უნდა გაატაროთ, იმგზავროთ ჩქაროსნული მატარებლით ფუძის მთებთან და ძველი კიოტოს მშვიდი ატმოსფერო კარგად შეირძნოთ. იაპონია, ღირსშესანიშნაობებითა და მუზეუმებითაც კარგად ამახსოვრებთ თავს ტურისტებს.

ჩილე

მშვიდობის საერთაშორისო ინდექსით ჩილე 30-ე ადგილზეა. ბედნიერების საერთაშორისო ინდექსით კი - მე-19 ადგილზეა.

ჩილე ესაა 3000 კილომეტრიანი უდაბნო, მთები და სანაპირო

ჩილე ესაა 3000 კილომეტრიანი უდაბნო, მთები და სანაპირო

ადგილობრივები მეგობრული და ღიმილიანი ხალხია, რაც მარტო მოგზაურობის მოყვარულებისთვის ძალიან დიდი პლიუსია. ჩილე ესაა 3000 კილომეტრიანი უდაბნო, მთები და სანაპირო. შეგიძლიათ ჩრდილოეთით გაემგზავროთ, სადაც ატაკამას ჯადოსნური უდაბნო მდებარეობს, ან სამხრეთით , ჩელოის და პატაგონიის კუნძულებს ეწვიოთ. ჩილეს მაცხოვრებლები სტუმართმოყვარე ხალხია - ამიტომაც მარტივად შეძლებთ ოჯახურ ბარბექიუს შეუერთდეთ და დროებით ადგილობრივ მცხოვრებად იქცეთ.

შვედეთი

პატარა სტოკჰოლმში ვერ დაიკარგებით. გნებავთ გართობა? კიბატონო. გნებავთ მთელი დღე ქალაქის პარკები შეისწავლოთ ველოსიპედით? ესეც უამრტივესია.

შვედეთი

შვედეთი

კაფეები სუფთა ჰაერზე გასაოცარი კერძებით, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ფერწერული ნიმუშები, ეს ყველაფერი შესაძლებელია, თავზეხელაღებული ღამის ცხოვრებასთან შეთავსებით. ნებისმიერ ღირსშესანიშნაობას კი ფეხით შემოივლით.

კოსტა რიკა

მსოფლიოს ყველაზე მშვიდი ქვეყნების სიაში 45-ე ადგილს იკავებს. ბედნიერების საერთაშორისო ინდექსით კი - 1 ადგილს იკავებს.

სერფინგი კოსტა რიკის სანაპიროზე

სერფინგი კოსტა რიკის სანაპიროზე

ბევრი მოგზაური , ვინც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ მხარეს ესტუმრა, ამბობს, რომ მსოფლიოში ულამაზესი ქვეყანა კოსტა რიკაა. ეს ადგილი სერფინგისთვის იდეალურია, აქ არის უსაზღვროდ დიდი უღელტეხილები, იშვიათი ტყით დაფარული ადგილები, ეროვნული პარკები, ჩამქრალი ვულკანები, ეგზოტიკური პლიაჟები შავ-თეთრი ქვიშით და ხმაურიანი ჩანჩქერები.

ინდონეზია

მსოფლიოს ყველაზე მშვიდ ქალაქებს შორის 54-ე ადგილს ინდონეზია იკავებს, მეხუთე ადგილს კი - ბედნიერების საერთაშორისო ინდექსით.

იოგა სანაპიროზე - ინდონეზია

იოგა სანაპიროზე - ინდონეზია

ტაძრები, იოგა პლიაჟზე, იაფი საკვები და საცხოვრებელი, მასაჟი - სულიერი სიმშვიდის მაძიებლებისთვის ყველაზე საჭირო ადგილი. ბალი ყველაზე პოპულარული ადგილია დასვენების მოყვარულებისთვის. აქ ყავის პლანტაციებს ტერასები ცვლის, ყველაზე სუფთა ტბებს კი - ვულკანური ტბები.

რადიო Jako.FM-ის გადაცემის „დილა შენთვის“ სტუმარი სალომე შონია ბოლო რამდენიმე წელიწადს მოგზაურობაში ატარებს. მისი თქმით მოგაურობა მარტოც და მეგობრებთან ერთადაც შეგიძლია სასიამოვნოდ აქციო და ორივეს თავისი პლიუსი აქვს. სალომე სპონტანურობით გამოირჩევა და ხშირად დაუგეგმავადაც უმოგზაურია, რასაც თავისი ხიბლი აქვს.

გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ რადიო Jako.FM-ის Facebook გვერდზე.