სხვისთვის ბედნიერების მინიჭების და პოზიტიური განწყობის შენარჩუნების სურვილი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, ოღონდ გარკვეულ მომენტამდე. ზედმეტი გულმოდგინება ამ საქმეში შესაძლოა გადაიზარდოს უსიამოვნო და დამანგრეველ ჩვევაში - სწრაფვაში მოსწონდეთ ყველას. რაღაც მომენტში აღმოაჩენთ, რომ გარშემომყოფებისთვის კომფორტის შესაქმნელად თქვენ იგნორირებას უკეთებთ საკუთარ მოთხოვნილებებს, იყენებთ პირად დროს და საკუთარ თავს სტრესულ სიტუაციაში აგდებთ.

გთავაზობთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ საკუთარი თავი მეტად დააფასოთ:

1 გიჭირთ უარის თქმა

თქვენ ყოველთვის ეხმარებით სხვებს, აგვარებთ მათ საქმეებს და უწევთ გარკვეულ მომსახურებას. მიზეზი მარტივია: თქვენ გიჭირთ უარის თქმა. შესაძლოა ფიქრობთ, რომ უარის შემთხვევაში გაგიბრაზდებიან ან გულგრილობას დაგაბრალებენ. მეტიც, „არას“ თქმის მომენტში თავს დამნაშავედ გრძნობთ. ამისგან თავის დასაღწევად თქვენ ყველაფერზე თანხმდებით და სხვას თქვენი თავისუფალი დროის გამოყენების საშუალებას აძლევთ.

გამოსავალი: გაიაზრეთ უარის ძალა. თავიდან ეს რთული იქნება, მაგრამ ბოლოს ეს უნარი გაამართლებს. უარის თქმა იმაზე, რაც მუდმივად გპარავთ თავისუფალ დროს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეგოისტი ხართ. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საკუთარი თავი გიყვართ და პატივს სცემთ.

2 გსურთ მოსწონდეთ ყველას, ვინც თქვენს გარშემოა

ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ყველას ასიამოვნონ, ხშირად საზოგადოებისგან გარიყვის შიში ახასიათებთ. მათ ეშინიათ, რომ თუ გარშემომყოფები არ იქნებიან მათ მიმართ სიმპათიით განწყობილნი, ისინი მარტო დარჩებიან. ადამიანებმა ეს შესაძლოა თქვენი გამოყენების საბაბად აღიქვან.

გამოსავალი: დაფიქრდით, ხომ არ ცდილობენ თქვენით მანიპულირებას. გარშემომყოფთა უმრავლესობა აუცილებლად გამოიყენებს ასეთ შესაძლებლობას. მათ შეიძლება გითხრან, რომ თქვენ ხართ ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. როგორც კი ასეთ რამეს შეამჩნევთ, სჯობს მაშინვე გაავლოთ ზღვარი და პირველ ადგილზე საკუთარი დრო დააყენოთ.

3 სხვისი ნეგატიური ემოციების გავლენის ქვეშ ექცევით

არაფერია ცუდი იმაში, რომ თავი აარიდოთ კონფლიქტს და ყველაფერი უწყინარ ხუმრობაში გადაიყვანოთ, მაგრამ ის, ვინც მუდმივად ცდილობს ასიამოვნოს სხვას, ვერ უმკლავდება ნეგატივს მაშინაც კი, როდესაც ეს მასთან არავითარ კავშირში არ არის. ასეთი ადამიანი ნეგატიურ ემოციებში ხედავს იმის ნიშანს, რომ თანამოსაუბრე პირადად მისითაა უკმაყოფილო. სიტუაციის გამოსასწორებლად ის ბრალს საკუთარ თავზე აიღებს და შესთავაზებს გამოსავალს, რომელიც გააბედნიერებს სხვას.

გამოსავალი: შეიგნეთ, რომ კონფლიქტები გარდაუვალია და ზოგჯერ სასარგებლოც. კონფლიქტის მეშვეობით ადამიანს შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი და ისაუბროს იმაზე, რაც მეტად აღელვებს. საკუთარი და სხვისი გრზნობების ჩახშობა - არაჯანსაღი მოდგომაა, რადგან ორთქლის გამოშვება ხანდახან ყველას სჭირდება.

4 მუდმივად გრძნობთ პასუხისმგებლობას და მაშინაც კი იხდით ბოდიშს, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს

თუ სიტუაცია ისე არ განვითარდება, როგორც გეგმავდით, თქვენი პირველი რეაქცია იქნება: „მაპატიე!“. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ცდილობთ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოთ და საკუთარი თავიც დასაჯოთ. ამის მიზეზი თქვენი შინაგანი სურვილია იყოთ თავაზიანი და საყვარელი, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ცუდ გავლენას ახდენს თქვენს თვითშეფასებაზე.

გამოსავალი: სცადეთ იმის გაანალიზება, თუ როდის და რისთვის იხდით ხოლმე ბოდიშს. ასევე, დააკვირდით მათ, ვისაც ბოდიშს უხდით. თქვენ დაინახავთ, რომ ბევრ სიტუაციაში ვრცელი განმარტებისა და ბოდიშის მოხდის აუცილებლობა უბრალოდ არ არსებობს.

5 თქვენ უგულებელყოფთ საკუთარ საჭიროებებს და სურვილებს

იმის გამო, რომ ზედმეტად ხართ დაკავებული იმით, თუ რას გრძნობენ სხვები, ხშირად საკუთარ გრძნობებსა და სურვილებს ივიწყებთ. შესაძლოა ერთხელაც აღმოაჩინოთ, რომ საკუთარი თავის არ გესმით. ასეთ შემთხვევაში ძნელია ისაუბრო საკუთარ გრძნობებზე და აირჩიო ის, რაც შენთვისაა უკეთესი.

გამოსავალი: მეტად მოუსმინეთ საკუთარ თავს. დაუთმეთ დრო იმის გაგებას, თუ რა მოგწონთ და რას ისურვებდით. შეგიძლიათ ჩამოწეროთ საკუთარი პრიორიტეტები და კარგად დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გაბედნიერებთ.

6 უპირატესობას ანიჭებთ სიტუაციას, როდესაც თავად გასცემთ, თუნდაც საკუთარ კომფორტზე უარის თქმა მოგიწიოთ

ყოველდღიურად მსხვერპლის გაღება სხვების გამო შესაძლოა ნორმად იქცეს მათთვის, ვინც მუდმივად ცდილობს რომ ადამიანებს ასიამოვნოს. მაგალითად, ასეთი მიდგომით ცხოვრებისადმი შესაძლოა ისეთი ურთიერთობის მძევალი აღმოჩნდეთ, რომელიც თქვენთვის დამანგრეველი იქნება. გულის სიღრმეში გჯერათ, რომ პარტნიორი ამას შეამჩნევს და დააფასებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ეჩვევიან თქვენს საქციელს და შედეგად საპასუხოდ არაფერს იღებთ.

გამოსავალი: იფიქრეთ საკუთარ პრიორიტეტებზე და გააცნობიერეთ, რა არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში თქვენთვის და არა სხვისთვის. შეგიძლიათ მკაფიოდ განსაზღვროთ ის დრო, რომელსაც გარშემომყოფთა დახმარებისთვის გამოყოფთ. შედეგად, გარანტირებულად დაგრჩებათ დრო საკუთარი საქმეებისთვის და ჰობისთვის.

7 გრძნობთ პასუხისმგებლობას სხვების გრძნობებზე

არიან ადამიანები, რომლებიც მაშინვე ამჩნევენ მეგობრების და ოჯახის წევრების ყველა ემოციას და ხასიათის ცვლილებას და ყოველთვის ამაზე რეაგირებენ. დაძაბულ მომენტებში ისინი საკუთარ თავს ადანაშაულებენ იმაში, რომ არ შეუძლიათ ახლობლის დამშვიდება ან გახალისება. სინამდვილეში, თითოეული ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ემოციებზე.

გამოსავალი: გამოიყენეთ ემპათიური დამკვიდრების მეთოდი. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ იმაში გარკვევა, თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი და რა სურს მას, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა გასცდეთ გარკვეულ ჩარჩოებს. მაგალითად: „მესმის, რატომ ბრაზობ, მაგრამ ყველაფერი, რაც შემიძლია - ახლა შენს გვერდით ყოფნაა“.

8 ცდილობთ არაფრით ჩამოუვარდეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს

ადამიანებს, რომლებიც მუდამ ცდილობენ ასიამოვნონ სხვას, ხშირად ეშინიათ იმისა, რომ გარშემომყოფებს საკუთარი ნამდვილი სახე ანახონ. ამის ნაცვლად მიყვებიან დინებას და ცდილობენ გარშემომყოფთა საქციელის მანერას მოერგონ. ამგვარად ისინი იმედოვნებენ, რომ სხვებთან კარგ ურთიერთობას ჩამოაყალიბებენ და საკუთარი თავის გარშემო უფრო კომფორტულ გარემოს შექმნიან.

გამოსავალი: ყოველთვის ეცადეთ იყოთ ის, რაც ხართ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარშემომყოფებთან ბევრი საერთო გაქვთ, აღიარეთ, რომ სვხებისგან განსხვავებული ხართ და პატივი ეცით ამ განსხვავებას. არსებობს უამრავი რამ, რაც უნიკალურ ადამიანად გხდით, ასე რომ არ ღირს ამის დამალვა.

9 გსურთ სხვებმა შეგაქონ

სწრაფვა იმისკენ, რომ ყველას ასიამოვნოთ, გამოიწვევს იმას, რომ მუდმივად გარშემომყოფების შექების მოლოდინში იქნებით. უმეტეს შემთხვევაში ეს დაბალი თვითშეფასებითაა გამოწვეული. შექება გაძლევთ საშუალებას თავი ღირსეულ და საჭირო ადამიანად იგრძნოთ. როდესაც ამჩნევთ, რომ სხვები გაფასებენ, ზრუნავენ თქვენზე, თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ.

გამოსავალი: დროა თავი დაანებოთ სხვისი შექების ლოდინს. დააკვირდით იმას, თუ რას აკეთებთ კონკრეტულად, რათა სხვისი შექება დაიმსახუროთ. ეს შეიძლება იყოს სოციალური ქსელების მეშვეობით გაგზავნილი უამრავი მესიჯი ან დაუსრულებელი საუბარი საკუთარ მიღწევებზე... როგორც კი თქვენ გაერკვევით იმაში, თუ როგორ ხდება ამის გამოვლინება, თქვენ შეძლებთ თანდათან საკუთარი საქციელის შეცვლა დაიწყოთ.

10 არ აღიარებთ, რომ თქვენს შეეხნენ

იმის გამო რომ ყოველთვის ცდილობთ სხვები გააბედნიეროთ, თავად ძალიან იძაბებით. თქვენ ცდილობთ დამალოთ საკუთარი ნეგატიური გრძნობები, რათა სხვები არ შეაწუხოთ: უარყოფთ, რომ გაბრაზებული, იმედგაცრუებული ან სევდიანი და ბედნიერების ნიღაბს ირგებთ. ეს შეიძლება დასრულდეს იმით, რომ საერთოდ ვეღარ გააცნობიერებთ თავად რას გრძნობთ.

გამოსავალი: ისწავლეთ საკუთარი ემოციების აღიარება. გრძნობების ჩახშობა შეიძლება ორგანიზმისთვის დიდი სტრესის მიზეზი გახდეს და არასასურველი შედეგები გამოიწვიოს. საკუთარ თავზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვებზე. იყავით უფრო შემბრალებელი საკუთარი თავის მიმართ და გაუფრთხილდით საკუთარ გრძნობებს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: