გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ევროპის შესახებ:

  1. მსოფლიოში არსებულ 50% შოკოლადს ევროპელები მიირთმევენ. შოკოლადის ყველაზე მეტი მომხმარებელი შვეიცარიაში და გერმანიაში ფიქსირდება.
  2. გაგიკვირდებათ და პირველად ქერა ფერის თმა ჩრდილოეთ ევროპაში ფიგურირებდა. მეცნიერები მიიჩნევენ, ქერა თმამ მუტაცია ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდში 11 000 წლის წინ განიცადა.
  3. ტროპიკული ტყე ევროპაშიც არსებობს, ეს არ არის ამაზონის მსგავსი ტყე, თუმცა „Perucica“ ერთ-ერთი გადარჩენილი ევროპული ტყეა. ის მდებარეობს სუტჯესკას ეროვნულ პარკში, ტყესი შესვლა მხოლოდ რეინჯერებისთვისაა დაშვებული.
  4. დაახლოებით, მსოფლიოში წარმოებული ღვინის ნახევარი პროდუქცია ევროპაში იწარმოება. იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი ევროპაში ყველაზე მსხვილი ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს წარმოადგენენ და ერთად აერთიანებენ მთლიანი ღვინის წარმოების 70%-ს.
  5. ევროპა, ეს არის სახლი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და აქტიური ვულკანისა. ეტნას მთაზე, იტალიაში, დღემდე არსებობს ვულკანის ამოფრქვევის საშიშროება.
  6. ყველაზე მეტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ევროპაში მდებარეობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა კონტინენტზე მსოფლიოში.
  7. ევროპის მასშტაბით 200-ზე მეტ ენაზე საუბრობენ.
  8. ევროპაში მთავარ რელიგიას ქრისტიანობა წარმოადგენს.
  9. ყველაზე დიდი ქალაქები სწორედ, რომ ევროპაში მდებარეობს, მათ შორისაა: ისტამბული, მოსკოვი, ლონდონი, სან-პეტერბურგი, ბერლინი, მადრიდი, კიევი, რომი, პარიზი, ბუქარესტი.
  10. ყველაზე მეტი მაკდონალდსის ფილიალი ევროპაში მდებარეობს, დაახლოებით -1,478.

ევროპის დღე მსოფლიო მასშტაბით 5 მაისს აღინიშნება. დღესასწაულს საქართველო ტრადიციულად ევროკავშირის ინიციატივით უერთდება.

ერთი დღით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში გამოგზაურებთ.

ღონისძიებაზე მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარმოგიდგენენ საქართველოში განხორცილებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

ევროპის დღის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები, საოჯახო გასართობი აქტივობები, მრავალფეროვანი თამაშები, ქართული და ევროპული ზღაპრების თეატრალური წარმოდგენები. კვების განყოფილებაში შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ ევროპის „გემო“.

ღონისძიების კულმინაციისას კი გაიმართება კონცერტი, რომელშიც „ჯგუფი 33ა“ და „DJ Nicole“-ს მონაწაწილეობენ.

ევროპის დღის აღნიშნვას ტრადიციულად უერთდება 4U მულტიმედია ჯგუფი და რადიოები შოკოლადი, JAKO FM, LIFE FM. მულტიმედია ჯგუფი განახორციელებს პირდაპირ მაუწყებლობას ღონისძიებიდან და უმასპინძლებს ღონისძიების ორგანიზატორებს და დღესასწაულის სტუმრებს.

ევროპის დღე ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში და თბილისის მერიისა საერთო ინიციატივაა და ხორციელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან და ევროკავშირის პროგრამებთან/ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ღონისძიების პროგრამა:
12:00 -17:00 - რიყის პარკი
ევროსოფელი - ევროკავშირის წევრი ქვეყნები
კულტურული წარმოდგენები, თამაშები და პრიზები
მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი ოჯახისთვის

12:00 – 19:00 - ევროპის მოედანი
შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში

19:00 - ევროპის მოედანი
გალა-კონცერტი
ჯგუფი 33ა
Nicole DJ set.