ცხობა და ზოგადად საჭმლის მოზადება ერთ დროს ქალის საქმედ ითვლებოდა, თუმცა ამ სფეროში ახლა საგრძნობლად მეტი მამაკაცია დახელოვნებული ვიდრე ქალი.

მხოლოდ ამერიკელები საერთო ჯამში ვალენტინობის დღეს 8 მილიონ დოლარს ხარჯავენ რესტორნებში.

უამრავი კულინარიული საქმიანობა არსებობს შეფ-მზარეულის გარდა - რესტორნის მენეჯერი, დიზაინის სპეციალისტი, რომელიც მენიუზე და რესტორნის დეკორზე ზრუნავს. საკვების კრიტიკოსის პროფესიაც პოპულარულია - მწერლები, რომელებიც რესტორნებში დადიან და გასინჯული კერძის შესახებ წერენ. კერძის ფოტოგრაფი, კერძის სტილისტი და ა.შ.

შეფ-მზარეულები, რომელთაც სურთ ამერიკის კულინარიის ფონდისგან სერთიფიცირებული სპეციალისტები გახდნენ, უნდა ჰქონდეთ როგორც სამზარეულოს მზარეულად, ასევე საკონდიტრო მზარეულად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

ოფიციალური სადილები რესტორნებში პირველად საფრანგეთში დაიწყო. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, არაერთმა სამსახურიდან გათავისუფლებულმა მზარეულმა საკუთარი რესტორანი გახსნა, სადაც ადამიანებს შეეძლოთ ასეთი სადილების მოწყობა. შემდეგ ეს სტილი ინგლისსა და ამერიკაშიც გავრცელდა.

"ლე კორდონ ბლუ“ , მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ინოვაციური კულინარიული სკოლა პარიზში 1895 წელს შეიქმნა. სკოლას ასევე კულინარიული ჟურნალის გამოცემის ხანგრძლივი ისტორია აქვს.

1879 წელს ამერიკის პირველი კულინარიული სკოლა გაიხსნა ბოსტონში. ბოსტონი ამასთანავე ამერიკის ყველაზე ძველი რესტორნის სამშობლოა, რესტორანს „იუნიონ ოისტერ ჰაუსი“ ერქვა, რომელიც 1826 წელს გაიხსნა.

პირველი რეცეპტების წიგნი 1896 წელს გამოიცა: ფან მერიტ ფარმერის „ბოსტონის კულინარიული სკოლის რეცეპტების წიგნი“, რომლის შეძენა დღესაც შეგიძლიათ.

1946 წელს ამერიკული სამზარეულოს მამამ ჯეიმს ბერდმა პირველად სატელევიზიო ეთერში კულინარიის მასტერკლასები ჩაატარა. 1963 წელს კი ჯულია ჩაილდმა თავის შოუში „ფრანგი შეფი“ ფრანგული სამზარეულო ამერიკულ საზოგადოებას წარუდგინა.

სიტყვა „რესტორანი“ ფრანგული წარმომავლობისაა და „აღდგენას“ ნიშნავს. ეს გულისხმობდა მსუყე წვნიანებს, რომელთაც ფრანგული ტავერნები თავიანთ ვიზიტორებს სთავაზობდნენ. სიტყვა "რესტორანი" ინგლისში პირველად 1806 წელს გამოიყენეს, მანამდე კი ასეთ ადგილებს „კვების სახლს“ უწოდებდნენ.

რადიო Jako.FM-ის გადაცემა "დილა შენთვის" სტუმარი თეატრ "რუსთაველის 19"-ის მსახიობი ქეთი ლუარსაბიშვილი რადიოს მსმენელს რამდენიმე საინტერესო რჩევას დროის უქონლობის მიუხედავად აძლევს.

ქეთი ლუარსაბიშვილი - მსახიობი

ქეთი ლუარსაბიშვილი - მსახიობი

ქეთი ლუარსაბიშვილი :"მნიშვნელოვანია ყველაფერს შემოქმედებითად მივუდგეთ, გვიყვარდეს ექსპერიმენტები, გაქვთ თუ არა მზადებისთვის დრო, ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მე ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები და იმისგან სადილის გაკეთება რაც იმ დროს მაცივარში მაქვს. ამასთანავე ძალიან კარგია საკუთარი თავისთვის მზადება, ამ დროს ყველაზე კარგი სადილი გამომდის, მე თუ არ მომეწონა რა თქმა უნდა სხვასაც არ მოეწონება."

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: