ვირთხა

დღეს შეეცადეთ დაამყაროთ კონტაქტი ადამიანებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თქვენს იდეებს. არ არის გამორიცხული, რომ ახალი ნაცნობი მომავალში თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

ხარი

დღეს უფრო ძლიერი ემოციური ფონი გექნებათ. ნუ მიიღებთ სხარტ გადაწყვეტილებებს. უმჯობესი იქნება თუ კარგად დაფიქრდებით, რჩევისთვის ექსპერტსაც მიაკითხავთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგავთ საბოლოო ნაბიჯს.

ვეფხვი

კარგი დღეა ნებისმიერ სფეროში პროგრესის მისაღწევად. ძალღონეს ნუ დაიშურებთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ირწმუნეთ საკუთარი თავის და ნუ დაკარგავთ ენთუზიაზმს.

კურდღელი

იმისთვის, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ჭორების უგულებელყოფა უნდა შეძლოთ. დაპირისპირებისას მაქსიმალურად დიპლომატიური იყავით. გახსოვდეთ: ვინც ითმენს ის იგებს.

დრაკონი

დღეს განსაკუთრებით უხასიათოდ იქნებით. ახლა არ არის იმის დრო, რომ სხვებისგან განცალკევდეთ. თავს ძალა დაატანეთ და მაქსიმალურად დაესწარით ყველა შეკრებას.

გველი

დაკავდით საქმით ან ნებისმიერი კრეატიული პროექტით. ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნის. არ არის აუცილებელი ყველაფერი იცოდეთ. გამოცდილი ადამიანები დაგეხმარებიან მიზნის მიღწევაში.

ცხენი

პოზიტიური დღეა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. დრო დაუთმეთ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებისას ყოველთვის თქვენს გვერდით იყვნენ.

თხა

შესაძლოა რთული ადამიანებისგან გარკვეული წინაღობები შეგხვდეთ, თუმცა ამას გრძელვადიანი ხასიათი არ ექნება. კარგი დროა საკუთარ თავში გასარკვევად და პირადი ინტერესების ჩამოსაყალიბებლად.

მაიმუნი

დღეს უნდა ისწავლოთ როგორ იცხოვროთ ნაკლები რესურსებით. მნიშვნელოვანია თანხის დაზოგვა და უსარგებლო ნივთების შეძენაზე უარის თქმა.

მამალი

დღეს განსაკუთრებულად პროდუქტიული დღეა. თქვენც ნებისმიერ საქმეს ეფექტურად შეასრულებთ და სასურველ შედეგს მიაღწევთ.

ძაღლი

დღევანდელი ენერგია მოქმედებისკენ მოგიწოდებთ. შესაძლოა მცირეოდენი გაურკვევლობაც იყოს დღევანდელი დღის თანმდევი, თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ.

ღორი

მოულოდნელობებით აღსავსე დღეა მოსალოდნელი. ბევრ კარგ სიახლეს გაიგებთ. შეეხმიანეთ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს და დღევანდელი დღე მათ დაუთმეთ.