მას შემდეგ, რაც ადამიანმა ცხიმის მიღება შეზღუდა, დაიწყო უფრო მეტი შაქრის გამოყენება. ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია ასეთია: ჩაანაცვლოს აკრძალული პროდუქტი სხვა საშუალებით, რათა დანაკარგი აინაზღაუროს.

შაქრის გადაჭარბებული მოხმარების შედეგად მთელი მსოფლიო დადგა ისეთი მძიმე პრობლემის წინაშე, როგორიცაა სიმსუქნე და სხვადასხვა ენდოკრინული თუ ჰორმონალური პრობლემები.

იცვლება დრო და შეხედულებები. ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცხიმი, მათ შორის ნაჯერი ცხიმი, ადამიანის მტერს არ წარმოადგენს. ყველა სახის ჯანსაღი საკვები, რომელივ შეიცავს ცხიმს, დღეს ,,სუპერ საკვების“ სიაში იმყოფება.

აქ მოცემულია 10 ცხიმოვანი საკვები და მათი მიღების აუცილებლობა.

1. ავოკადო

ავოკადო

.

ის ნამდვილად განსხვავდება სხვა ხილისგან. მიუხედავად იმისა, რომ ხილის უმეტესი ნაწილი შეიცავს ნახშირწყლებს, ავოკადოს შემთხვევაში ასე ნამდვილად არაა; ავოკადოს დაახლოებით 77% ცხიმებისგან შედგება.

დიეტის დროს ეს ხილი კალიუმის საუკეთესო წყაროა. ის ორგანიზმს დიდი რაოდენობით ბოჭკოთიც ამარაგებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ამხირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.

2. ყველი

ყველი

.

ყველი წარმოუდგენელი მკვებავია ორგანიზმისთვის. ის კალციუმის და ვიტამინ B12-ის, ფოსფორის და სელენის შესანიშნავი წყაროა. ყველი ფაქტიურად შეიცავს ყველა სახის საკვებ ნივთიერებას, (ვიტამინებს, მინერალებს, ჯანსაღ ცხიმებს) რაც აუცილებლობას წარმოადგენს ორგანიზმისთვის.

ის ასევე მდიდარია ცილებით და სხვა ძლიერი ცხიმოვანი მჟავების მსგავსად ხელს უშლის ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა მეორე ტიპის დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ა.შ.

3. შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი

.

შავი შოკოლადი ერთ-ერთია იმ იშვიათ პროდუქტებში, რომლებიც კარგი გემოთი გამოირჩევა და თამ ჯანმრთელობისთვის ყველა საჭირო ელემენტსაც შეიცავს.

ის ძალიან ცხიმიანია და კალორიების დაახლოებით 65%-ს შეადგენს. შოკოლადი შეიცავს 11% ბოჭკოს, მაგნიუმს, მანგანუმს, სპილენძს და რკინას. ის ასევე დატვირთულია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ძლიერი ბიოლოგიური აქტივობის ხასიათდებიან და არტერიული წნევის შემცირება შეუძლიათ.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც შოკოლადს ჭამენ, უფრო ნაკლებად იღუპებიან გულის დაავადებებით იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც შავ შოკოლადს არ ჭამს. ასევე არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლებიც აჩვენებს რომ მუქ შოკოლადს შეუძლია გააუმჯობესოს ტვინის მოქმედება და დაიცვას კანი მზის ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისგან.

4. კვერცხი

კვერცხი

.

კვერცხი დატვირთულია ვიტამინებითა და მინერალებით. ისინი შეიცავენ თითქმის ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას. მასში შემავალი ძლიერი ანტიოქსიდანტები იცავს თვალებს დაზიანებისგან.

კვერცხი ასევე საუკეთესოა მათთვის, ვისაც, ცილის მეშვეობით, წონაში დაკლება სურს.

კვერცხი შეიცავს ომეგა-3-ს, მისი ნაჭუჭი კი დიდი რაოდენობით კალცს, რომელიც ძვლების, თმის და ფრჩხილების საუკეთესო საკვები წყაროა.

5. თევზი

თევზი

.

თევზი ცხოველთა პროდუქტებიდან ერთ-ერთია, რომელსაც შემცვლელი არ ჰყავს. მასში შემავალი ომეგა-3, ცხიმოვანი მჟავები და მაღალი ხარისხის ცილები ორგანიზმს სასიცოცხლოდ ესაჭიროება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ თევზს უფრო ჯანმრთელები არიან. თევზის მიღება გიცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან, დეპრესიისგან და სხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემებისგან.

ცხიმოვანი თევზის ჭამა უკავშირდება ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ყველა სხვა სახის დაავადებების რისკის შემცირებას.

6. თხილი

თხილი

.

თხილი წარმოუდგენლად ჯანმრთელი საკვებია. ის მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ბოჭკოთი და ცილებით. ის ასევე შეიცავს ვიტამინ E-ს, დატვირთულია მაგნიუმითა და მინერალებით.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც კაკალს მიირთმევენ, უფრო ჯანმრთელები არიან. თხილი გიცავს ისეთი დაავადებების განვითარებისგან, როგორიცაა: სიმსუქნე, გულის დაავადებები, მეორე ტიპის დიაბეტი და ა.შ.

7. ჩიას თესლი

ჩიას თესლი

.

ჩიას თესლი სადილებს რომ უგემრიელეს მარცვლებს აყრიან ხოლმე, აი, ზუსტად ეგაა. საერთოდ არ აღიქმება, როგორც ,,ცხიმოვანი“ საკვები. რეალურად ის 9 გრამ ცხიმს შეიცავს.

ის საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმში სხვადასხვა ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიისთვის.

8. ზეითუნის ზეთი

თაფლი

.

კიდევ ერთი ცხიმოვანი საკვები, რომელსაც ყველა ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ და სასარგებლო პროდუქტად იცნობს.

ეს ცხიმი ხმელთაშუა ზღვის დიეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელმაც მრავალი დადებითი თვისება გამოავლინა.

ზეითუნის ზეთი შეიცავს ვიტამინ E-ს და K-ს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებითაა დატვირთული.

დიეტის ყველა ჯანსაღ ცხიმებსა და ზეთებს შორის ზეითუნის ზეთი ნამდვილი მეფეა.

9. ქოქოსი და ქოქოსის ზეთი

ქოქოსი

.

ის გაჯერებული ცხიმის ყველაზე მდიდარ წყაროს წარმოადგენს. მასში 90% სწორედ ასეთი ტიპის ცხიმს უჭირავს.

ქოქოსი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საშუალო ჯაჭვის მქონე ცხიმოვან მჟავებში, რომლებიც სხვა ცხიმებისგან მეტაბოლიზდება. მათ მადის შემცირება და ცხიმების წვის გააქტიურება შეუძლია.

10. უცხიმო იოგურტი

იოგურტი

.

ნამდვილი, უცხიმო იოგურტი ნამდვილი მისწრებაა ორგანიზმისთვის. ის შეიცავს ყველა იგივე მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას, რასაც სხვა ცხიმოვანი რძის პროდუქტები.

დატვირთულია ჯანსაღი, პრობიოტიკური ბაქტერიებით, რომლებმაც შეიძლება ძლიერი გავლენა მოახდინოს შენს ჯანმრთელობაზე.

კარგად გაეცანი ეტიკეტს, რათა დარწმუნდე, რომ ნამდვილი, უცხიმო იოგურტი შეარჩიე. სამწუხაროდ, მაღაზიის თაროებზე ნაპოვნი ბევრი იოგურტი უცხიმოა და ბევრ შაქარს შეიცავს.

დაუმეგობრდი თითოეულ ჩამოთვლილი პროდუქტს. მათ მართლაც ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ შენი ორგანიზმისთვის. ყოველდღიურად თუ არა, კვირაში რამდენჯერმე მაინც მიიღე ის პროდუქტები, რომლებიც ასე სჭირდება შენს ჯანმრთელობას.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: