სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი, უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით, სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს.

კიბო უეცრად არ ვითარდება, მას წინ უძღვის კიბოსწინარე დაავადებები.

მხოლოდ 10 პირობაა შესასრულებელი თუ გსურთ თავიდან აიცილოთ მძიმე სენი.

1. შეზღუდეთ ცხიმი თქვენი კვების რაციონში
ცხიმის დიდი რაოდენობით საკვებად გამოყენება ზრდის ძუძუს, ნაწლავებისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების შესაძლებლობას. ცხიმით მდიდარი საკვების მიღება იწვევს წონაში მკვეთრ მომატებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფიზიკურად არ ვარჯიშობთ. შეწყვიტეთ ცხიმის მიღება, მიირთვით მჭლე ხორვი, თევზი, მოხდილი რძის პროდუქტები, მოერიდეთ ნამცხვრებს და ტკბილეულს.
2. მოერიდეთ დაშაშხული და შებოლილი საკვების მიღებას
საყლაპავისა და კუჭის კიბო ხშირია იმ ქვეყნებში, სადაც საკვებად ჭარბად გამოიყენება დაშაშხული და შებოლილი პროდუქტები. მხოლოდ იშვიათად შეგიძლიათ მიირთვათ შაშხი და დამარილებული თევზი.
3. შეწყვიტეთ თამბაქოს წევა
თამბაქოს წევა ყველაზე ძლიერი რისკ-ფაქტორია ფილტვების კიბოს უმრავლეს შემთხვევაში. ოჯახში თამბაქოს წევა ნიშნავს ბავშვთა ხშირ ავადმყოფობას რესპირატორული და ალერგიული დაავადებებით. ორსული ქალი, რომელიც ეწევა, უდიდეს ზიანს აყენებს თავის მომავალ პატარას.
4. მოერიდეთ ალკოჰოლის უკონტროლოდ და დიდი რაოდენობით მოხმარებას
თუ სვამთ, თქვენ ღვიძლის კიბოს განვითარების საშიშროება გელით. თამბაქოს წევა და ალკოჰოლის მიღება მკვეთრად ზრდის პირის ღრუს, ხახის, ხორხისა და საყლაპავის კიბოს განვითარების შესაძლებლობას.
5. მოერიდეთ მზის სხივებს
მზის სხივების ჭარბი რაოდენობა იწვევს კანის კიბოსა და კანის სხვა დაავადებებს. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ მზის სხივებს შუადღისას 11-დან 15 საათამდე.
6. მიირთვით მეტი კომბოსტო და ბოსტნეული
დადასტურებულია, რომ კომბოსტო და სხვა ბოსტნეული იცავს ადამიანს ნაწლავების, კუჭისა და სასუნთქი გზების კიბოსგან.
7. მიიღეთ მეტი A და C ვიტამინების შემცველი საკვები
A და C ვიტამინით მდიდარი საკვები დაგიცავთ ხორხის, ფილტვების, საყლაპავისა და კუჭის კიბოს განვითარებისგან. A ვიტამინების შემცველი პროდუქტებია: სტაფილო, ატამი, ჭერამი, გოგრა. C ვიტამინს შეიცავს ხილისა და ბოსტნეულის უმრავლესობა- მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ნესვი, წითელი და მწვანე წიწაკა, პომიდორი.
9. დაიცავით ინტიმური ცხოვრების ჰიგიენა

ერიდეთ ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, ნაადრევად ნუ შეაწყვეტინებთ ახალშობილს ძუძუთი კვებას.
მას, ვინც არ იცავს ინტიმური ცხოვრების ჰიგიენას, ხშირად ემართება სასქესო ორგანოების კიბო, განსაკუთრებით ხშირია ასეთ დროს საშვილოსნოს ყელის კიბო, ასევე ხშირი აბორტები ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას. ძუძუთი კვების ნაადრევად შეწყვეტა ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას.
10. ერიდეთ წონაში მატებას

სიმსუქნე ხელს უწყობს საშვილოსნოს, შარდის ბუშტის, ძუძუსა და მსხვილი ნაწლავების კიბოს განვითარებას. ფიზიკური ვარჯიში და მცირეკალორიული საკვები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ წონის ჭარბი მომატება. ფეხით სიარული საუკეთესო ვარჯიშია ყველასთვის.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: