ზაფხული კანისთვის ცვლილებების დროა. მცხუნვარე მზე და სიცხე, შესაძლოა, დამატებითი პრობლემა აღმოჩნდეს შენთვის. ჰაერის დაბინძურება და მტვერი ამცირებს შენი კანის ბუნებრივ სიკაშკაშეს, ხდის მოსაწყენსა და ბუნდოვანს.

გინდა, გაიგო, როგორ ცვლის ზაფხული შენი კანის ხარისხს და რისი გაკეთება შეგიძლია იმისთვის რომ ის ხალისიანად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს?

ზაფხულის თვეებში ტემპერატურის მომატებასთან, ტენიანობასა და სიცხესთან ერთად კუჭ-ნაწლავის ჯირკვლების მოქმედება აქტიურდება. ძლიერდება ცხიმის გამოყოფა, კანი შრება და უხეშდება. მზის სხივების ინტენსივობა იწვევს პიგმენტ მელანინის წარმოქმნას. მიუხედავად იმისა, რომ მელანინი ნიშნავს მუქ კანს, მისმა გადაჭარბებულმა წარმოქმნამ შესაძლოა კანის ნაადრევი დაბერება და კიბოც კი გამოიწვიოს.

როგორ უნდა იზრუნო ზაფხულში კანის მოვლაზე და რა პროცედურებს უნდა მიმართო იმისთვის, რომ შენი კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს?

1. ცვლილებები სახის დაბანისას

სიცივიდან სიცხეში გადასვლა არ არის მარტივი და, ბუნებრივია, ეს პროცესი კანზე უარყოფითად მოქმედებს. არ დაგავიწყდეს ამ დროს კანის მოვლის საშუალების შეცვლა. ზაფხულში გჭირდება ისეთი ლოსიონი, რომელსაც შენი სახის კანიდან ზედმეტი ცხიმის მოშორება შეუძლია. თუ გაქვს მშრალი კანი, გაითვალისწინე, რომ დასაბანი საშუალება კომბინირებული კანისთვის უნდა შეარჩიო. დღეში რამდენჯერმე დაიბანე სახე, რათა კანი იყოს სუფთა და მუდმივად ახლდებოდეს.

2. ანტიოქსიდანტების მნიშვნელობა შენი სახის კანის მოვლისთვის

გამოიყენე ანტიოქსიდანტური შრატი ზაფხულის განმავლობაში. ის ატენიანებს შენი სახის კანს და გიცავს გარემოს ზემოქმედებისგან და დაზიანებებისგან. ამას გარდა, ის ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას და კანის მავნე რადიკალებისგან გამოთავისუფლებას, რისი წყალობითაც ეფექტურად აგარიდებს თავიდან დაზიანებებს.

ასევე, კანის დამცველობითი ფუნქციის გასააქტიურებლად და ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად შეგიძლია მიმართო ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა: ციტრუსი, მწვანე ბოსტნეული, მწვანე ჩაი, თხილი და მარცვლეული.

3. დაატენიანე კანი

გახსოვდეს, ზაფხულის ცხელ პერიოდში შენი სახის კანი დატენიანებას მოითხოვს. პირველ რიგში, კარგად დაიბანე სახე და წაისვი დამატენიანებელი კრემი, განსაკუთრებით - საღამოს საათებში. ეს უზრუნველყოფს რეჰიდრატაციას (ანუ, წყლის მარაგის შევსებას) და კანს ბუნებრივ იერს შეუნარჩუნებს. დამატენიანებლებს შეუძლია თავიდან აგაცილოს სიმშრალე, გამონაყარი, გაცხიმოვნება და ა.შ. შეარჩიე შესაბამისი სახის ნიღაბი და დაეხმარე კანს განახლებაში.

კანის მოვლა ზაფხულში

.

4. გამოიყენე მზისგან დამცავი კრემი

მზისგან დამცავი უნდა იყოს შენი საუკეთესო მეგობარი ზაფხულის პერიოდში. შეარჩიე ისეთი ტიპის საშუალება, რომელსაც აქვს ფართო ულტრაიისფერი სპექტრი (30-50 SPF-ს შორის და მოიცავს UVA და UVB სხივებს). გამოიყენე ყოველ 3 საათში, თუ მთელი დღე მზეზე ყოფნას გეგმავ. დარწმუნდი, რომ კარგად გაქვს კრემი დატანებული ხელებზე, ფეხებზე, მხრებსა და კისერზე.

5. მაკიაჟის მინიმალური რაოდენობა

ზაფხული ნიშნავს, რომ მაკიაჟის გამოყენება მინიმუმამდე შეამცირო. ატარე მინიმალური რაოდენობით მაკიაჟი, რათა კანი უკეთესად სუნთქავდეს. ტენიანობა და სიცხე თრგუნავს კანს. ამიტომ, გამოიყენე ისეთი ტიპის საშუალება, რომელიც კანს ატენიანებს. ტუჩისთვის შეგიძლია ბალზამის გამოყენება.

6. გამოიყენე გამაგრილებელი ტონერი

ტონერის გამოყენება დაგიცავს კანის გადახურებისგან. მსუბუქი და გამაგრილებელი ეფექტი ხელს შეუწყობს შენი სახის ჯანსაღ იერს. შეეცადე ტონერი იყოს კიტრის ან ალოე ვერას ექსტრატზე დაფუძნებული.

7. შეცვალე დამატენიანებლები

ზაფხულთან ერთად უნდა დაივიწყო მძიმე ტექსტურის კრემები და გამოიყენო შიის კარაქის მსუბუქი დამატენიანებლები. ნუ გეგონება რომ შენს კანს ზაფხულში დატენიანება არ სჭირდება.

8. დალიე დიდი რაოდენობით წყალი

წყალი შენი კანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. იგი უნარჩუნებს კანს ელასტიურობასა და ახალგაზრდულ იერს. მიიღე წყალი დღეში 2-3 ლიტრის ოდენობით. წყალი ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კანიდან ტოქსინები ოფლისა და შარდის მეშვეობით გამოიდევნოს.

9. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე თვალის გარშემოწერილობას

გახსოვდეს, რომ შენი თვალების გარშემო კანი ბევრად უფრო თხელი და დელიკატურია, ვიდრე სხვა დანარჩენი სახის უბანი. შეარჩიე გელი, რომელშიც იქნება ჰიალურონის მჟავა, კიტრის ექსტრაქტი ან თაფლი. ეს ინგრედიენტები თვალების გარშემო კანს ატენიანებს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.

10. ნუ დაივიწყებ ბუნებრივ საშუალებებს

შვრიის ფაფა, ყავის ნალექი, გახეხილი კიტრი, უბრალო იოგურტი და ზღვის მარილი შეიძლება ზაფხულში გამოიყენო, როგორც კანის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.

იქნება ის ბუნებრივი თუ სხვა სახის, შეეცადე ყურადღებით შეარჩიო და გამოიყენო სახის მოვლის საშუალებები. ნუ ენდობი გაურკვეველ თავის მოვლის საშუალებებს, რადგან კანი სიცხის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა და დამატებითი პრობლემები არ სჭირდება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: