ვირთხა

დღეს შესაძლოა გაწყვიტოთ ურთიერთობა, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ გახარებთ და ზედმეტ ტვირთად მიგაჩნიათ. ზოგიერთებისთვის ეს პროცესი მტკივნეული იქნება, მაგრამ წყენა მალე გაივლის.

ხარი

იღბლიანი დღე გელოდებათ. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას აკეთებთ. ნებისმიერ შემთხვვევაში, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ იქნება. ბედნიერი იქნებით მათთან, ვინც თქვენს ინტერესებს იზიარებს.

ვეფხვი

ვეფხვის წელში დაბადებულებმა, პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ექსპერტს მიმართეთ. გახსოვდეთ: რაც უფრო აქტიური იქნებით, მით უკეთესი. სუფთა ჰაერზე გასეირნება საუკეთესო საშუალება იქნება იმისთვის, რომ ცოტა გონს მოხვიდეთ.

კურდღელი

სამსახურში ახალი გამოწვევებია მოსალოდნელი, თუმცა კრიტიკა უფროსის მხრიდან საკუთარ თავზე არ უნდა მიიღოთ. შესაძლოა ინანოთ, რომ ზედმეტად გამაღიზიანებელი და შემაწუხებელი იყავით მათთვის, ვინც ნამდვილად მოგწონთ.

დრაკონი

დრაკონის წელში დაბადებულებისთვის დღეს ზედმეტი შფოთვა იქნება დამახასიათებელი. გამოსავლის პოვნაში მეგობრები დაგეხმარებიან. ნებისმიერი სახის საუბრები დიდი შეღავათი იქნება, თუმცა გახსოვდეთ, რომ მოსმენაც აუცილებელია. ეცადეთ სხვისი ხედვა გაიზიაროთ.

გველი

თქვენი მოჩვენებითი თავდაჯერებულობის უკან დარდი და ეჭვიანობა იმალება. სიბრაზესთან და ემოციურ დისბალანსთან გამკლავებაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ. იყავით უფრო გახსნილი და თამამად მიიღეთ ამ დღის გამოწვევები.

ცხენი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა გარშემომყოფებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. ეცადეთ ეს არ დაუშვათ. იყავით ხელგაშლილი, გულღია და აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ.

თხა

ფსიქოლოგიურ პრობლემებთან და დარდთან შეგუება საკმაოდ რთული იქნება. კარგი იქნება, თუ თქვენს შიშებს ახლობლებს გაუზიარებთ და მათგან კარგ რჩევას მოისმენთ. ეცადეთ პრაგმატულად იფიქროთ და ნუ მისცემთ სტრესს თქვენი დაცემის საშუალებას.

მაიმუნი

მაიმუნის წელში დაბადებულებს ოჯახში უთანხმოება ელით. გამონახეთ დრო სიტუაციის გასაანალიზებლად. გაითვალისწინეთ რომ სტრესული და ემოციური კონფლიქტები თქვენს ჯანმრთელობას ვნებს. დაძაბულობის შემსუბუქებაში ვარჯიში დაგეხმარებათ.

მამალი

ხანდახან სხვისი ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება აუცილებელი ხდება. დღევანდელი დღე გაძლევთ საშუალებას არ იყოთ ეგოისტი და იყოთ უფრო ხელგაშლილი. ოჯახური კონფლიქტის დროს, მოერიდეთ რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭებას და ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩით.

ძაღლი

თავიდან ბოლომდე ჩაეფლობით რომანტიულ ურთიერთობაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბევრი საქმე გაქვთ, გამონახეთ დრო იმისთვის, რომ თქვენს გულისსწორს სითბო აგრძნობინოთ. სხვებისთვის იმის გაზიარება, რაც სიამოვნებას გგვრით, კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

ღორი

მეგობრები თქვენს თავდაჯერებულობასა და ამბიციებს მხარს დაუჭერენ. კარგი დროა იმისთვის, რომ იყოთ მხიარულები და უფრო მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. დაფიქრდით ქველმოქმედებაზე, რადგან ეს თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება.