ვირთხა

დღეს აქცენტი საკუთარ შარმზე და მომხიბვლელობაზე უნდა გააკეთოთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში და გარშემომყოფთა სიმპათიების მოპოვებაში.

ხარი

უნდა იყოთ რეალისტი და იცოდეთ, რა არის მნიშვნელოვანი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. თავზეხელაღებული სიყვარული, თუ მას მყარი საფუძველი არ აქვს, დიდხანს არ გრძელდება.

ვეფხვი

დღეს თავს ოდნავ გადაღლილად იგრძნობთ. აქტიური მოქმედება დღეს არ არის რეკომენდებული. სჯობს დამშვიდდეთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ.

კურდღელი

შესაძლოა ისეთი კონფლიქტის შუაგულში აღმოჩნდებით, რომელსაც თქვენი ჩვეული მეთოდებით ვერ მოაგვარებთ. მხოლოდ საკუთარი პოზიციის დაცვით სიტუაციას ვერ განმუხტავთ, ამიტომ მეგობრების აზრიც გაითვალისწინეთ.

დრაკონი

დღეს თქვენი ადრინდელი გადაწყვეტილებების შედეგებს დაინახავთ. დროა ჩამოწეროთ, რისი მიღწევა გსურთ და ყურადღება მცირე დეტალებზე გაამახვილოთ. საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

გველი

დღეს თავს განსაკუთრებით ძლიერად და ენერგულად იგრძნობთ, თუმცა კარგი იქნება, თუ ზოგჯერ ადამიანებს უბრალოდ შეცდომის დაშვების უფლებას მისცემთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი კონტროლი დაძაბულობას და კონფლიქტებს იწვევს.

ცხენი

არსებობს რისკი, რომ თქვენი მორიდებულობისა და შინაგანი შიშების გამო, ბედნიერი შანსი გაუშვათ ხელიდან. მშობლების რჩევის გათვალისწინება დღეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

თხა

პოზიტიური ენეგრგია დაგეხმარებათ ნებისმიერი გაურკვეველი სიტუაციის გაანალიზებაში და დაბალანსებაში. გულწრფელი საუბრები ადამიანებთან, ვისაც ხშირად ნახულობთ, დადებით ენერგიას შეგმატებთ.

მაიმუნი

რისკზე წასვლა დღეს არ არის რეკომენდებული. დაძაბული სიტუაციის განტვირთვის უნარი გაგაჩნიათ, ამიტომ პრობლემების მოსაგვარებლად ოჯახს თქვენი ლიდერობა დაჭირდება. იყავით უფრო გულწრფელი და თავდაჯერებული.

მამალი

დღევანდელი დღის ენერგია სამსახურში წინსვლას გპირდებათ. თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება. შეამცირეთ სოციალურ ქსელებში გატარებული დრო.

ძაღლი

დღეს შესაძლოა ოდნავ გაღიზიანებული და უხასიათო იყოთ. დაგეგმეთ დღე ისე, რომ თქვენი ოჯახის წევრები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები საქმეებშიც და დასვენების პროცესშიც.

ღორი

მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების დარეგულირებას. დღეს თქვენი პრიორიტეტი ფულის ვალების გასტუმრება უნდა იყოს. ინვესტიციებთან დაკავშირებით დადებითი ძვრებია მოსალოდნელი.