ვირთხა

მოვლენების დასაჩქარებლად დღეს შეიძლება ნებისმიერ რისკზე წახვიდეთ, თუმცა კარგი იქნება, თუ სიტუაციას ჯერ დეტალურად შეისწავლით და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებთ.

ხარი

იღბლიანი დღეა ბიზნესისთვის. დაუღალავი შრომის შემდეგ შედეგს მალევე დაინახავთ. თქვენი გამჭრიახი გონების საშუალებით კომპლექსური საკითხების დახარისხებასაც თავდაჯერებულად შეძლებთ. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

ვეფხვი

თქვენ ბუნებით თავდაჯერებული ადამიანი ხართ, მაგრამ ხანდახან თქვენც კი უნდა დაფიქრდეთ იმაზე თუ სად გადის სიმართლის ხაზი. თავიდან მცდელობის სურვილი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ერთხელ არ გაგიმართლად, ძალიან კარგია.

კურდღელი

თქვენი ლოიალურობა საყვარელი ადამიანების მიმართ არის საჩუქარი, რომელიც საყურადღებოა. შეგიძლიათ განსაკუთრებული სითბო ბავშვების მიმართ გამოხატოთ. საუკეთესო მეგობრებთან საუბარი აზრების დალაგებაში დაგეხმარებათ.

დრაკონი

რთული პერიოდი ახალ შესაძლებლობებთან მიგიყვანთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარემო გზღუდავთ, შეგიძლიათ იყოთ კარგი მეგობარი, მშობელი და მეზობელი. ხელგაშლილი და კეთილი დამოკიდებულება ყველა სიტუაციაში ამართლებს.

გველი

ფრთხილად შეარჩიეთ ვის ემეგობროთ და ვისი იმედი გქონდეთ. თქვენი ლოიალური ბუნება ბევრ სირთულეს გპირდებათ. კარგი იქნება თუ რეალობას თვალს გაუსწორებთ და მოვლენების სწორ ანალიზს ისწავლით.

ცხენი

მოდუნდით და დღევანდელი დღე მხიარულად გაატარეთ. დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ ნამდვილად გჭირდებათ დასვენება. საღამო მეგობრებთან შეხვედრას დაუთმეთ.

თხა

დღეს უჩვეულო ინტერესი გექნებათ იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლე შეიტანოთ. იღბლიანი იქნება პრობლემების მოგვარება თქვენი წარმოსახვის უნარის გამოყენებით. ნებისმიერ სიტუაციაში მარტივად დაინახავთ რა არის საჭირო და რა არა.

მაიმუნი

გეგმების ცვლილების გამო შესაძლოა ბევრი მუშაობა მოგიწიოთ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. მუსიკას დღეს განსაკუთრებულად პოზიტიური გავლენა ექნება თქვენს განწყობაზე.

მამალი

დღევანდელი ენერგია სხვების დახმარებისკენ მოგიწოდებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ძალიან უჭირთ. გარშემომყოფებს თქვენი იმედი აქვთ და ნუ ეტყვით მათ უარს დახმარებაზე.

ძაღლი

დღეს განსაკუთრებით უხასიათოდ იქნებით ან უბრალოდ თქვენი გეგმების შეცვლას დაიწყებთ. თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ, მაშინ ყველაფერი გამოგივათ. განსაკუთრებული ყურადღება ოჯახზე გაამახვილეთ.

ღორი

ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი სარგებელს ნახავთ. ხანდახან პრობლემები ახალი გზების პოვნაში გვეხმარება. დაუფიქრებლად გამოთქმულ კომენტარებს თქვენს თავზე ნუ მიიღებთ. უმჯობესი იქნება დასვენებაზე თუ იფიქრებთ.