ვირთხა

დღეს პირველ პლანზე ლოგიკა და რაციონალური აზროვნება გამოვა. ვარსკვლავები გირჩევენ თავი შეიკავოთ იმ ადამიანების გაკრიტიკებისგან, ვისი დახმარებაც შესაძლოა უახლოეს მომავალში დაგჭირდეთ.

ხარი

ცხოვრებისეული კრიზისი თქვენს მებრძოლ ბუნებას გააღვიძებს. მუშაობას ახალი ენერგიით შეუდექით და წარმატებაც აუცილებლად მოვა. დაეკონტაქტეთ მეგობრებს და საინტერესო საღამო დაგეგმეთ.

ვეფხვი

დღეს მეტი დრო ამჟამინდელ ვალდებულებებს დაუთმეთ, რადგან ახალი პროექტის დასაწყებად ჯერ მზად არ ხართ. თუ თავს გამოფიტულად და უხალისოდ გრძნობთ, გარდერობი ახალი სამოსით შეავსეთ.

კურდღელი

ენდეთ გულის ძახილს. თქვენი გრძნობები გონებაზე ზუსტი აღმოჩნდება. ინტუიცია დღეს სწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ.

დრაკონი

სენტიმენტების დღე იქნება. ძველი სიყვარულისგან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებთ. შესანშნავი დღეა იმისთვის, რომ საკუთარი კრეატიული იდეები სხვებს გაუზიაროთ.

გველი

ვან სუონგის ვარსკვლავი გირჩევთ წუწუნს თავი დაანებოთ. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით რომ ყველაფერი არცისე ცუდათაა. მეგობრებთან ერთად გატარებული საღამო განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ცხენი

თავდაჯერება - თქვენი იარაღია. თუ ძველ სიყვარულს ვერ ივიწყებთ, დროა წინ წახვიდეთ და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ.

თხა

ენდეთ გულის ძახილს. თქვენი გრძნობები გონებაზე ზუსტი აღმოჩნდება. ინტუიცია დღეს სწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ. იყავით ხალისიანი და ღიმილით გაუმკლავდით პრობლემებს.

მაიმუნი

ჯანსაღი ცხოვრების დაწყების დროა. დატვირთული გრაფიკის პირობებში, ფიზიკური ფორმისა და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაზე იფიქრეთ. სტრესმა თქვენს ჯანმრთელობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

მამალი

ამაღელვებელი დღე გელოდებათ. ბუნებრივად მამაცი ადამიანი ხართ. სწორედ ამიტომ არ მისცემთ თქვენს შიშებს უკან დახევის საშუალებას. თავი შეიკავეთ ზედმეტი ემოციებისგან.

ძაღლი

დღევანდელი მოვლენები თქვენს მეამბოხე ბუნებას სააშკარაოზე გამოიყვანს, რითაც გარშემომყოფებს გააოცებთ. ამასთან, სხვა ადამიანების მოსაზრებებიც მშვიდად უნდა მიიღოთ.

ღორი

უამრავი საქმით დატვირთული დღე გელით, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ. იყავით გახსნილი საყვარელ ადამიანებთან. წარსულს თუ გვერდზე გადადებთ, ყველაფერი კარგად იქნება.