ვირთხა

დღევანდელი დღე სოციალური კონტაქტებით იქნება დატვირთული. თქვენ გიყვართ ,როგორც კითხვების დასმა, ასვე პასუხებისა და რჩევების გაცემა. ეს დაგეხმარებათ ყურადღება გადაატანინოთ იმ ადამიანებს, ვინც ისეთი ბედნიერები არ არიან, როგორიც თქვენ. სიყვარულში მკვეთრი საზღვრები გაავლეთ.

ხარი

დღეს გევალებათ ირწმუნოთ საკუთარი ძალების და ცხოვრებაც უკეთესი გახდება. სამყარო უფრო ლამაზი იქნება, თუ თქვენც საკუთარ წვლილს შეიტანთ ამაში. განწყობა ამ ყველაფრის გასაღებია.

ვეფხვი

თქვენ ხშირად ზრუნავთ სხვებზე. დღეს მეტი დრო საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ. დაგეგმეთ სასიამოვნო აქტივობები, რომლებიც ყველაზე მეტად გახარებთ. თუ საკუთარ საჭიროებებს ყველაზე მაღლა არ დააყენებთ, შესაძლოა საბოლოოდ გულნატკენი დარჩეთ.

კურდღელი

დღეს სახლის ორგანიზებაზე და კეთილმოწყობაზე იზრუნეთ. ეს შეიძლება იყოს მაკულატურის გადარჩევა, გარდერობის გადაწყობა და გაჩუქება იმ ნივთების, რომლებიც არ გჭირდებათ. ამასთანავე სხვების დახმარებაც არ დაგავიწყდეთ.

დრაკონი

დღეს ჯანმრთელობასა და ფიტნესზე იზრუნეთ. ამოიღეთ რაციონიდან ფქვილი, რძის ნაწარმი და შაქარი. მიირთვით ხორცი, თევზი, ხილი და ბოსტნეული. გაუზიარეთ თქვენი იდეები და მოტივაცია მეგობრებს.

გველი

დღეს სერიოზული და მობილიზებული იქნებით.დღეს უფრო ადვილია სიტუაცია გარკვევით დაინახოთ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. გონების სიმშვიდე მიღწევადია , როცა ზუსტად იცით რა გინდათ და თქვენი გეგმების რა ნაწილი უნდა გაუზიაროთ მეგობრებს. სამსახური და ოჯახური ურთიერთობების დარეგულირება დღეს განსაკუთრებით მარტივია.

ცხენი

დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მეტი უნდა იმხიარულოთ, თუმცა შესაძლოა დეპრესიის ნიშნები აღგენიშნოთ. თქვენ საკუთარი თავის გამხნევება შეგიძლიათ, არ აქვს მნიშვნელობა რა გამოწვევების წინაშე გაყენებთ ცხოვრება.

თხა

დღევანდელი თავდადება სამსახურში ნამდვილად გამოგარჩევთ. შეიძლება გაღიზიანდეთ , თუკი თქვენს მიმართ არალოიალურ პიროვნებას გადაეყრებით. მოთმინება მოიკრიბეთ და აკონტროლეთ ბრაზი ან ეჭვი. ყველაფერი გააკეთეთ თქვენი პროექტების დასასრულებლად.

მაიმუნი

თქვენ საკმაოდ ჯანმრთელი ადამიანი ხართ, თქვენი პოზიტიურობა ცხოვრებაში ფიზიკურ აქტივობასაც განაპირობებს. დღეს კარგი დღეა დიდი ცვლილებების განსახორციელებლად, განსაკუთრებით კი ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად.

მამალი

დღევანდელი დღის ენერგია ბევრ გამოწვევებს გპირდებათ , თუმცა ეს კარგის მომასწავებელია. ყველაფერი გააკეთეთ დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. დაუღალავი შრომა კმაყოფილების შეგრძნებას გამოიწვევს. დღეს განსაკუთრებით სამართლიანი და კეთილი ბავშვებისა და თანამშრომელბის მიმართ იქნებით.

ძაღლი

დღეს ნებისმიერ სიტუაციას ადვილად გააანალიზებთ. წუწუნზე მეტად კონსტრუქციული ცვლილებები დაგეხმარებათ. თქვენში არის რაღაც რასაც გამოხატვა და გამოაშკარავება სჭირდება. მოერიდეთ ნაჩქარევად გადაწყვეტილებების მიღებას. ამ საღამოს კი მოდუნდით და პრობლემები დაივიწყეთ.

ტახი

დღეს თქვენი გამოწვევა განსაკუთრებით აგრესიული ადამიანი იქნება. იყავით მომთმენი. იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე. არ აქვს მნიშვნელობა თუ რას აკეთებთ, თუ კარგად გამოიყურებით ხასიათიც გამოგიკეთდებათ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: