რადიოს მსოფლიო დღე იუნესკომ 2011 წლის 13 თებერვალს დააფუძნა. ამ დღის დაწესების ინიციატორი ესპანეთი იყო. აღნიშნული დღესასწაული იუნესკოს 36-ე გენერალურ ასამბლეაზე დამტკიცდა. რადიოს მსოფლიო დღის აღნიშნვა 13 თებერვალს გადაწყდა, რადგან 1946 წლის ამ დღეს მუშაობა გაეროს რადიომ დაიწყო.

ამ დღესასწაულის აღნიშვნა მიზნად ისახავს: საზოგადოებისა და მედიის ინფორმირებულობის ამაღლებას რადიოს მნიშვნელობის კუთხით, მოწოდებას ხელმძღვანელი პირების მიმართ უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება რადიოს მეშვეობით, ასევე რადიომაუწყებლებს შორის კავშირების გამყარებას და საერთაშორისო თანამშრომლობას.

ამ დღესთან დაკავშირებით FOR YOU გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს რადიოს შესახებ:

1. 2009 წელს ფრანგმა ვირუსოლოგმა ლიუკ მონტანიემ გამოთქვა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ბაქტერიებს რადიოტალღების გენერირება შეუძლიათ. მისი კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად შერსაძლებელია.

2. ეიფელის კოშკი საკუთარი „სიცოცხლისთვის“ რადიოს უნდა უმადლოდეს. ის 1889 წლის მსოფლიო გამოფენისთვის ააშენეს, 20 წლის შემდეგ კი მისი დემონტაჟი იყო დაგეგმილი, თუმცა რადიოს გამოგონებამ ყველაფერი შეცვალა და კოშკზე ანტენების დაყენება გადაწყდა, რამაც პარიზის „სავიზიტო ბარათი“ გადაარჩინა.

3. 1938 წელს ჰერბერტ უელსის „სამყაროთა ომის“ მიხედვით დადგმულმა რადიოსპექტაკლმა ამერიკის ზოგიერთ ქალაქში პანიკა გამოიწვია. ბევრმა იფიქრა, რომ რადიოში რეალურ ამბებს უსმენდა1942 წლის იმაზე, რომ დედამიწას თავს მარსიანელები დაესხნენ და თეთრი სახლი გადაწვეს.

4. 1942 წლის აგვისტოში ნავახოს ტომის რამდენიმე ათეული ინდიელი ამერიკის ჯარში გაიწვიეს. მათ ევალებოდათ მშობლიურ ენაზე რადიომოლაპარაკების გამართვა. იაპონიის სადაზვერვო სამსახური რეგულარულად ხელში იგდებდა რადიოშეტყობინებებს, თუმცა მათი გაშიფრვა ვერ მოხერხდა, რადგან ქვეყანაში ნავახოს ენის არცერთი მცოდნე არ ჰყავდათ.

5. სიტყვა „ჰაკერი“ სწორედ რადიოს უკავშირდება. ასე უწოდებდნენ ადამიანებს, რომლებსაც საიდუმლო რადიოსადგურების პაროლების გატეხვა შეეძლოთ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: