ვირთხა

დღეს სენსაციური აღიარებებისკენ იქნებით მიდრეკილი. მაქსიმალურად ეცადეთ ამისგან თავი შეიკავოთ, რადგან შესაძლოა ისეთი რამ წამოგცდეთ, რაც სხვებმა არ უნდა იცოდნენ.

ხარი

შესაძლოა თქვენთვის ძვირფას ადამიანს თქვენთან გახსნილი საუბრის შიში ქონდეს. ეცადეთ მაქსიმალურად ლოიალური იყოთ მის მიმართ და შეცდომებზე აგრესიით არ უპასუხოთ.

ვეფხვი

არსებობს საფრთხე, რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი აიღოთ. კარგად გადაამოწმეთ საკუთარი შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილებები.

კურდღელი

მნიშვნელოვანი ურთიერთობები თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ ენერგიას შემოიტანს. განსაკუთრებული ყურადღება თქვენი გულისსწორის მიმართ გამოიჩინეთ.

დრაკონი

დღეს დიდი დოზით კრიტიკა და ჭორებია მოსალოდნელი. ეცადეთ აკეთოთ თქვენი საქმე და არ იფიქროთ იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები თქვენზე.

გველი

თქვენ შეიძლება ჩვეულებრივისგან განსხვავებული გეგმები გქონდეთ. შესაბამისად, მეტი ყურადღება გმართებთ. ეცადეთ სწორად დაისახოთ მიზანი და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, რადგან ამაზე შემდგომში ბევრი იქნება დამოკიდებული.

ცხენი

დღეს შესაძლოა გარშემომყოფების დახმარების მოთხოვნილება გაჩნდეს. ეს თქვენთვის კარგი გამოცდილება იქნება, თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვებზე ზრუნვისას საკუთარი თავი არ დაივიწყოთ.

თხა

თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მოვლენის საწყისი გახდეთ. საოცარი დღეა საყვარელი ადამიანების შესაკრებად. მაქსიმალურად მოდუნდით და საღამო მხიარულად გაატარეთ.

მაიმუნი

კრეატიული და ძლიერი ენერგიის მქონე დღე გელოდებათ. გამოავლინეთ ყველა თქვენი უნარი და აჩვენეთ გარშემომყოფებს, თუ რა შეგიძლიათ.

მამალი

თქვენ კარგი ლიდერი ხართ. ნუ დააყოვნებთ უპასუხისმგებლო ადამიანებს თქვენს გვერდით, ყურადღებით იყავით, რადგან ისინი თქვენი საქმის გაფუჭებას შეეცდებიან. საღამო შეეცადეთ მეგობრულ გარემოში გაატაროთ.

ძაღლი

დღეს გრძელვადიანი მიზნების დასახვისთვის ძალიან კარგი დროა. კარგად დაფიქრდით რა გსურთ რეალურად, მიჰყევით თქვენს გულს და ისე დაიწყეთ მოქმედება.

ღორი

ამ დღეს ძირითადად საკუთარ თავზე ფიქრით იქნებით დაკავებული - და ეს ძალიან კარგია. ჯანსაღ ეგოიზმში ცუდი არაფერია. მთავარია ადეკვატურობის ზღვარს არ გადააბიჯოთ და დაიცვათ ეთიკის წესები.