ვირთხა

დია ვონგის ვარსკვლავის ზემოქმედების გამო დღეს ზედმეტად გაღიზიანებული იქნებით, თუმცა თუ გსურთ სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნება, პირველ რიგში უნდა დამშვიდდეთ. ნერვული დაძაბულობა მხოლოდ პრობლემების მომტანი იქნება.

ხარი

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარკვეული სიტუაციები არ მოგწონდეთ, დღეს განსაკუთრებით პოზიტიური დღეა, რომ ნაცნობ და რუტინულ საქმეებს შეუდგეთ. კარგი იქნება თუ საღამოს დროს საუკეთესო მეგობრებთან გაატარებთ.

ვეფხვი

დღეს თქვენი გამოწვევა განსაკუთრებით აგრესიული ადამიანი იქნება. იყავით მომთმენი და იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებთ, თუ კარგად გამოიყურებით, ხასიათიც გამოგიკეთდებათ.

კურდღელი

ურთიერთობები, რომლებიც ამ კვირაში დაიწყება, სტაბილური და ხანგრძლივი იქნება, თან კარგი საშუალება გეძლევათ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოთ. შესაძლოა გასაოცარი საჩუქარიც კი მიიღოთ.

დრაკონი

თავს სტრესულ სიტუაციაში იგდებთ იმის გამო, რომ თქვენს თავზე ბევრს იღებთ. თქვენი ამბიციები და კარგი უნარ-ჩვევები ბევრი საქმის გაკეთების სურვილს გაგიჩენთ, თუმცა არ უნდა გადაიღალოთ.

გველი

დღეს ნებისმიერ სიტუაციას ადვილად გააანალიზებთ. წუწუნზე მეტად კონსტრუქციული ცვლილებები დაგეხმარებათ. თქვენში არის რაღაც, რასაც გამოხატვა და გამოაშკარავება სჭირდება.

ცხენი

ვარსკვლავების მხარდაჭერის წყალობით თქვენს ცხოვრებაში ჰარმონია და წონასწორობა დაიმკვიდრებს. თუ ვინმესთან ურთიერთობა ვერ დაალაგეთ, დღეს ამას აუცილებლად შეძლებთ.

თხა

თქვენ ბოლო პერიოდში კონკრეტულ სიტუაციაზე ან პიროვნებაზე ბევრს ნერვიულობთ. როგორც ეჭვობდით, იმაზე მეტი ხდება, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. ნუ მოიქცევით პარანოიკივით და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი მოგვარდება.

მაიმუნი

დღეს თქვენს მიერ მიღებული ცოდნის გამოყენების საშუალება გექნებათ. არჩევანის გაკეთებაც მოგიწევთ და კარგად უნდა დაფიქრდეთ. ორივე გზა თქვენთვის კარგია, მთავარია გულის ძახილს მიჰყვეთ.

მამალი

იყავით უფრო ლოიალური საკუთარი თავის მიმართ. ბალანსის შენარჩუნებაში შესაძლოა კარგი მუსიკა დაგეხმაროთ. ეკონტაქტეთ იმ ადამიანებს, ვინც მზად არიან თქვენს ცხოვრებაში გზამკვლევის როლი შეასრულონ.

ძაღლი

ყურადღება საოჯახო და საფინანსო საქმეებზე გაამახვილეთ. ამაში ორგანიზების კარგი უნარი დაგეხმარებათ. მოუსმინეთ საუკეთესო მეგობრებს. ისინი ყველაზე პოზიტიურ რჩევებს მოგცემენ.

ღორი

ფრთხილად იყავით იმ ხალხთან, ვისაც თქვენი შეცდომაში შეყვანა უნდა. გონივრული იქნება თუ გაწონასწორებული დარჩებით. შეეცადეთ თავიდან აირიდოთ დიდი პრობლემები მომავალში.