წიგნების სერია ჰარი პოტერზე მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფატქს, რომელიც რომანს და მის ავტორს - ჯოან როულინგს უკავშირდება.

1. საკუთარი პირველი წიგნი ჰარი პოტერზე ჯოან როულინგმა 1995 წელს დაასრულა. ლიტერატურული აგენტი, რომელიც მის წარდგენაზე დათანხმდა, ხელნაწერი 12 გამომცემლობას შესთავაზა, მაგრამ ყველგან უარი მიიღო. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ხელნაწერი აიღეს ლონდონის პატარა გამომცემლობაში Bloomsbury, თუმცა მისი მთავარი რედაქტორი დარწმუნებული იყო, რომ როულინგი საბავშვო წიგნებით დიდ ფულს ვერ იშოვიდა და მას მუდმივი სამსახურის შოვნა ურჩია.

2. 2008 წლამდე წიგნები ჰარი პოტერზე 400-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და 67 ენაზე იყო გადათარგმნილი.

3. ჯოან როულინგი გახდა პირველი მილიარდერი, რომელმაც ფული წიგნის წერით იშოვა.

4. 2007 წელს, ჟურნალ „Time“-ის ვერსიით, ჯოან როულინგი „წლის ადამიანის“ წოდებაზე იყო ნომინირებული.

5. რომანებში ჰარი პოტერზე ფერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მაგალითად, წითელის ელფერი - სიკეთისა და დიდსულოვნების სიმბოლოა, მწვანე კი მუდმივად ნეგატიურ მოვლენებთან ასოცირდება.

6. როდესაც დიდ ბრიტანეთში გამოიცა წიგნი „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“, გამომცემელმა სთხოვა მაღაზიების მფლობელებს, რომ წიგნი არ გაეყიდათ საღამომდე, სანამ სკოლები არ დაიკეტებოდა, რათა ბავშვებს სკოლა არ გაეცდინათ.

7. დედის გარდაცვალებამ დიდი გავლენა მოახდინა ჯოან როულინგის შემოქმედებაზე. წიგნების სერიაში ჰარი პოტერზე სიკვდილი ერთ-ერთ ძირითად ლეიტმოტივს წარმოადგენს.

8. წიგნი „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ 2007 წლის 21 ივლისს გამოიცა და პირველივე დღეს 11 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ამგვარად, ეს წიგნი ისტორიაში ყველაზე გაყიდვად რომანთა სერიების სიის სათავეში მოექცა.

9. ჰარი პოტერის სამყაროში ბუ ჯადოქრებს შორის კავშირის ძირითად სახეობას წარმოადგენს, თუმცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ითვლება, რომ ბუ - უბედურების მომტანი და სიკვდილის მომასწავებელია.

10. როულინგი ამბობს, რომ წიგნში მისი საყვარელი მითიური პერსონაჟი - ფენიქსია - გედისხელა ალისფერი მითიური ფრინველი, რომელიც თავს იწვავდა მაშინ, როდესაც 500 ან 1000 წელს აღწევდა, შემდეგ კი ფერფლიდან გაახალგაზრდავებული კვლავ აღსდგებოდა.

11. ჰარი პოტერი და ჯოან რულინგი ერთ დღეს -31 ივლისს არიან დაბადებულები, ოღონდ 15 წლის სხვაობით.

12. სახელი ვოლდემორტი წარმოიშვა ფრანგული სიტყვებისგან, რომლებიც „სიკვდილისგან გაქცევას“ ნიშნავს, და მის ძირითად მიზანს სიკვდილზე გამარჯვება წარმაოდგენს. მეორე რომანში ჰარი პოტერზე როულინგმა აჩვენა, რომ ფრაზა „I am Lord Voldemort“ - მისი ნამდვილი სახელის (Tom Marvolo Riddle) ანაგრამას წარმოადგენს.

13. როულინგის წიგნების სერიამ ბავშვების კითხვისადმი ინტერესის სტიმულირება მოახდინა და ხელი შეუწყო სხვა საბავშვო წიგნების გაყიდვების ზრდას.

14. კონდუქტორებს ავტობუსში „ღამის რაინდი“ როულინგის ბაბუების - ერნისა და სტენლის სახელები ქვია.

15. ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებდა, რომ „ჰარი პოტერი“ სექსიზმის ელემენტებს შეიცავს, რადგან რომანის ყველაზე გავლენიანი სამი ფიგურა - მამაკაცები არიან, მაშინ როდესაც ქალები მაგიას ნაკლებად იყენებენ და თავად ჰერმიონა ბიჭებზე ნაკლებად გავლენიანი და გაწონასწორებულია, თუმცა არიან კრიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: