22 აგვისტო რეი ბრედბერის დაბადების დღეა - მწერლის, რომლის ნაწარმოებები კეთილი ფანტაზიებითა და მოგონებებითაა გაჟღენთილი. მან აჩუქა სამყაროს ინტერესი მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის მიმართ, რომლებიც მანამდე თანამედროვე ლიტერატურის პერიფერიად ითვლებოდა.

მწერალზე რამდენიმე საინტერესო ფაქტის გაგების შემდეგ შესაძლოა უფრო მეტად დაინტერესდეთ მისი პიროვნებით და შემოქმედებით.

1. ბავშვობიდან ქალაქ სალემის ცნობილ „კუდიანთან“ მერი ბრედბერისთან ნათესაობაზე საუბრობდა. ამ ვერსიამ ოფიციალური დადასტურება ვერ მოიპოვა, მაგრამ თავად ბრედბერის ამის ყოველთვის სჯეროდა;

2. მწერალმა ადრეულ ასაკში დაკარგა ერთი წლის დაიკო და ცოტა ხანში საყვარელი ბაბუაც. ამ მოვლენებმა შემდეგ ბრედბერის გულში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ამას უკავშირდება ის, რომ მან ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრი აირჩია. ყველაფერი იმის გამო, რომ იქ სიკვდილი არ წარმოადგენს ყველაფრის დასასრულს;

3. „ბაბუაწვერას ღვინო“ - საუკეთესო ნაწარმოებია ბრედბერის გასაცნობად. ეს მისი ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნია;

რეი ბრედბერი

რეი ბრედბერი

4. ერთადერთი ახლობელი ადამიანი, ვისი სახეც არ გამოუყენებია საკუთარ წიგნებში - მწერლის მამაა. მხოლოდ მისი გარდაცვალების სემდეგ მას მიეძღვნა მოთხრობების კრებული „მელანქოლიის წამალი“;

5. პირველი ნაწარმოები ბრედბერიმ 12 წლის ასაკში დაწერა. მან ედგარ ბეროუზის რომანის „მარსის დიდი მეომრის“ გაგრძელება მოიგონა. „მარსიანული ქრონიკების“ შექმნის იდეა სწორედ აქედან წამოვიდა;

6. სკოლის დამთავრების შემდეგ 1938 წელს, მას კოლეჯში ჩაბარებისთვის საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ბრედბერიმ განაცხადა, რომ არ სჯერა კოლეჯების და უნივერსიტეტების და მან „დაამთავრა ბიბლიოთეკა“, რომელსაც 10 წლის მანზილზე კვირაში სამჯერ სტუმრობდა;

7. საკუთარი მეუღლე ბრედბერიმ პირველად წიგნების მაღაზიაში ნახა. შეხვედრა მარგარეტ მაკლიუთან ერთი წლის შემდეგ ქორწილით დასრულდა. ეს იყო მთელი მისი ცხოვრების სიყვარული. ქორწინება გაგრძელდა მეუღლის გარდაცვალებამდე 2003 წელს;

8. კომერციული წარმატება და აღიარება მწერალმა 1950 წელს, მისი პირველი რომანის „მარსიანული ქრონიკების“ გამოცემის შემდეგ მოიპოვა, რომელიც საკუთარ ცოლს მიუძღვნა;

9. როდესაც ბრედბერის რომანი საკუთარ აგენტთან ნიუ-იორკში გადაჰქონდა, მას მატარებლის ფულიც კი არ ჰქონდა და მწერალი ავტობუსით გაემგზავრა;

10. მსოფლიო აღიარება მწერალს მოუტანა რომანმა „451° ფარენჰაიტით“, რომელიც პირველად ჟურნალ Playboy-ში 1953 წელს გამოქვეყნდა. რომანი ორჯერ იყო ეკრანიზირებული;

11. ელტონ ჯონის საკულტო კომპოზიციის „Rocket Man“-ის შექმნა შთაგონებული იყო ბრედბერის მოთხრობით „კოსმონავტი“;

Related Articles

12. 79 წლის ასაკში მწერალმა პირველი ინსულტი გადაიტანა, რომლის შემდეგაც მას გადაადგილება აღარ შეეძლო. მიუხედავად ამისა, ბრედბერი ყოველდღე მუშაობდა, რადგან ნამდვილად სჯეროდა, რომ ახალი მოთხრობა მას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა;

13. 1985-1992 წლებში მწერალს მიჰყავდა ტელეშოუ „რეი ბრედბერის თეატრი“, რომელიც მისი მოთხრობების მიხედვით გადაღებული პატარა ფილმებიდან შედგებოდა. ყოველი ეპიზოდი იწყებოდა პატარა სცენით, რომელშიც მწერალი პირადად მონაწილეობდა;

14. ჰოლივუდის „დიდების ხეივანზე“ მწერალს ვარსკვლავი გაუხსნეს;

15. ბრედბერის სახელი ასტეროიდს, მარსზე მოსიარულე რობოტის MSL Curiosity-ის დაშვების ადგილს და კრატერს დაერქვა.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: