ვირთხა

ვარსკვლავების გავლენის გამო დღეს იდნავ პასიური იქნებით. გარკვეულმა გულგრილობამ თქვენი მხრიდან შესაძლოა ახლობლები გაანაწყენოს, თუმცა ყველაფერი მალევე მოგვარდება.

ხარი

სოციალური საკითხები დღეს თქვენი მთავარი საფიქრალი იქნება. თქვენი ქარიზმითა და შარმით ბევრი ადამიანის გულის მოგებას შეძლებთ. იყავით თავდაჯერებული და მიენდეთ თქვენს გულისთქმას.

ვეფხვი

შეიძლება ძალიან გაბრაზებული იყოთ და ყველასთან ჩხუბის სურვილი გქონდეთ. უმჯობესი იქნება, თუ თავს შეიკავებთ მსგავსი საქციელისგან და სიმშვიდის მოპოვებას ეცდებით.

კურდღელი

იღბლიანი დღეა სასურველის მისაღებად. ძალღონეს ნუ დაიშურებთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. თუ ამას მოახერხებთ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

დრაკონი

თუ დიდი ხანია, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის არ მიგიხედავთ, მაშინ დღეს სწორედ იდეალური მომენტია სრული გამოკვლევისთვის. დაუთმეთ საკუთარ თავს დრო იმისთვის, რომ სამომავლოდ ჯანმრთელობა არ გაიუარესოთ.

გველი

დღეს პირველ პლანზე თვითდამკვიდრება, საჭირო კონტაქტების დამყარება და კარიეული წინსვლა გამოვა. რაც უფრო მეტ აქტიურობას გამოიჩენთ, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.

ცხენი

ყურადღება საოჯახო პრობლემებზე გაამახვილეთ. საცხოვრებელი გარემო მოიწყვეთ ისე, რომ თავი ძალიან კომფორტულად იგრძნოთ.

თხა

დღევანდელი დღე თქვენგან დისციპლინას და ორგანიზებულობას მოითხოვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძლიერი ემოციური ფონი გაქვთ, მეტი დაკვირვება გმართებთ.

მაიმუნი

დღევანდელი ენერგია პოზიტიურად დაგმუხტავთ. ისაუბრეთ იმაზე, თუ რა იწვევს თქვენში სულიერ დისბალანსს. თქვენს დახმარებას გარშემომყოფები შეძლებენ.

მამალი

კარგი დღეა პოზიტიური აქტივობებისა და გარშემომყოფების გაოცებისთვის. იზრუნეთ მათ განწყობაზე და დაეხმარეთ მიზნების განხორციელებაში.

ძაღლი

დღეს სიმართლე გაირკვევა. ყველაფერს, რაც აქამდე თქვენთვის ბუნდოვანი და დაფარული იყო, ნათელი მოეფინება. მთავარია, სიახლის მიმართ ადეკვატური რეაქცია გქონდეთ.

ღორი

სერიოზული საყოფაცხოვრებო ცვლილებები გელოდებათ. ეცადეთ ოჯახის წევრების მიმართ უფრო ლოიალური იყოთ და პრობლემები დიპლომატიური გზებით მოაგვარეთ.