მიმდინარე წლის 15-17 აპრილს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის წარმომადგენლობითი სტენდით წარსდგა ჩინეთში, ქალაქ პეკინში გამართულ რიგით მე-15 ტურიზმის გამოფენაზე - „China Outbound Travel and Tourism Market - COTTM 2019“. ერთიან საპრეზენტაციო სივრცეში წარდგენილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 19 ქართული კერძო სექტორის წარმომადგენელი კომპანია..
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ჩინეთის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან, რომელთა საქმიანობის ძირითადი მიმართულება გამყვანი ტურიზმია.
ზემოაღნიშნული გამოფენა 2005 წლიდან იმართება და დღეისათვის ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა-ბაზრობაა ტურიზმის სექტორში.
საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია საელჩოს დიპლომატებთან ერთად დაესწრო გამოფენის გახსნას და შეხვდა ქართული კომპანიების წარმომადგენლებს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: