ალბათ ყველამ იცის მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი მეგაპოლისები, როგორებიცაა ტოკიო, მეხიკო ან სან-პაულუ, მაგრამ ქალაქი, რომელზეც ახლა გიამბობთ, ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული. საუბარია ჩინეთის ქალაქ ჩუნცინზე. ჩვენ მოგიყვებით იმაზე, თუ სად მდებარეობს ეს გიგანტი და რით იზიდავს მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან.

1. ევროპული ქვეყნის ზომის ქალაქი

.

.

ოფიციალური ცნება „დასახლებული პუნქტი“ ჩინეთში არ არსებობს. ქვეყანა დაყოფილია მუნიციპალიტეტებად, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე რაიონს აერთიანებს. თავისი ფართობით ჩუნცინი ჩინეთის ცენტრალურ დაქვემდებარებაში მყოფი უმსხვილესი ქალაქია. ასევე, ის ყველაზე მსხვილი ადმინისტრაციული ერთეულია მსოფლიოში.

80 000 კვადრატული კილომეტრის ფართობზე 30,7 მილონი ადამიანი ცხოვრობს. ამ ტერიტორიაზე ორჯერ დაეტეოდა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ნიდერლანდები ან ავსტრია. მოსკოვის ზომის ქალაქი კი - 32-ჯერ

2. მატარებლები სახლების გავლით

.

.

ამ სახლის მაცხოვრებლები მატარებელზე ჯდებიან სადგურ ლიზიბაზე, რომელიც შენობის მე-7 და მე-8 სართულებს იკავებს. მატარებლების მოძრაობისთვის კორპუსში "ნახვრეტი" გაკეთდა, რათა მონორელსის გაყვანისას შენობის დანგრევა არ გამხდარიყო საჭირო. ბინების კედლები ეკვრის გვირაბს, მანძილი კი ქვედა და გვერდით ფანჯრებამდე 1 მეტრზე ნაკლებია.

3. საბავშვო მოედნები სახურავებზე

.

.

იმის გამო, რომ ქალაქი ძალიან მჭიდროდ არის დასახლებული, ქუჩებში კი ინტენსიური მოძრაობაა, საბავშვო მოედნები ხშირად შენობების სახურავებზეა მოწყობილი. აქ ჰაერიც უფრო სუფთაა, ვიდრე გამონაბოლქვით გატენილ ქუჩეში და, თანაც, შესანიშნავი ხედი იშლება.

4. კომპაქტური პარკინგები

.

მიუხედავად იმისა, რომ ჩუნცინი ფართობით ყველაზე დიდი ქალაქია, საპარკინგე ადგილების პრობლემა აქაც მწვავედ დგას. მანქანების კომპაქტური განლაგებისთვის ჩინელებმა ორიგინალური ხერხი გამოიგონეს.

5. მრავალდონიანი გზები

.

.

ჩინელების საინჟინრო იდეები და მშენებლობის ტემპები საყოველთაო გაოცებას იწვევს. სხვადასხვა დონეზე აშენებულ მაგისტრალებზე მოძრაობა ნავიგატორის დახმარებითაც კი გაგიჭირდებათ.

6. „მწოლიარე“ ცათამბჯენი

.

.

ქალაქში ბევრი ცათამბჯენი შენდება, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მართლაც საოცარი ნაგებობაა. ჰორიზონტალური „მწოლიარე“ ცათამბჯენი უზარმაზარი სავაჭრო-გასართობი ცენტრის 4 ვერტიკალური კოშკის სახურავებზეა განლაგებული.

7. ცათამბჯენები სარეკლამო ბანერებად

.

.

ჩუნცინში რეკლამებიც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც თავად მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქი. აქ ძალიან უყვართ ცათამბჯენებზე გიგანტური ეკრანების დამაგრება. 50 სართულიანი შენობის ზომის რეკლამა ათეული კილომეტრის მანძილიდანაც კარგად ჩანს და დიდ ყურადღებას იქცევს.

8. გიგანტომანია

.

.

2009 წელს ჩუნცინში მსოფლიოში ყველაზე გრძელი თაღოვანი ხიდი ჩაოტიანმენი გაიხსნა. მის გახსნამდე მეორე ნაპირზე მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ საბაგირო გზის მეშვეობით, რომელიც ტურისტებში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებნლობს.

.

.

ასევე, ჩუნცინი ცნობილია ჩინეთში ყველაზე დიდი წიგნების მაღაზიით. აქ ხალხი წიგნებისა და ფოტოსურათების საყიდლად მოდის. მაღაზიის მთავარი დარბაზი სარკის ჭერზე ირეკლება, რაც წიგნების უსასრულო თაროების ილუზიას ქმნის.

9. სხვადასხვა ფერის მდინარეები

.

.

ქალაქის ცენტრში ძიალინის მდინარის სუფთა წყლები იანძის ყავისფერ წყლებს ერთვის ისე, რომ მათ შორის გამყოფი ხაზი მკაფიოდ იკვეთება.

10. უჩვეულო საქალაქო დიზაინი

.

.

ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობას თანამედროვე დიზაინერები იღებენ. აი ასეთი ორიგინალური ნათურებითაა მორთული ავტობუსის გაჩერება ქალაქის ცენტრში.

11. არქიტექტურის ძეგლები მთელი მსოფლიოდან

.

.

ადგილობრივ პარკებში წარმოდგენილია მსფლიო ღირსშესანიშნაობების ასლები. ზემოთ მოცემულ სურათზე ჩანს ამერიკაში მდებარე რაშმორის მთის პატარა ასლი, რომელზეც აშშ-ს ოთხი პრეზიდენტის სკულპტურული პორტრეტებია გამოსახული.

12. ტრადიციების ჯეროვნად დაფასება

.

.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ძალიან თანამედროვეა და იქ უამრავი ტექნოლოგიური ინოვაციაა წარმოდგენილი, ბავშვები ძველებურად ზურგზე მოკიდებული კალათით დაჰყავთ.

13. უსაფრთხოება და კომფორტი

.

.

ჩუნცინში მოსახლეობა ისეა დამოკიდებული გაჯეტებზე, რომ ქალაქის მესვეურებმა სპეციალური ზოლიც კი გახსნეს იმ ქვეითად მოსიარულეებისთვის, ვინც მუდმივად სმარტფონის ეკრანსაა მიჯაჭული.

14. უჩვეულო ჰობი

.

.

ჩუნცინის ერთ-ერთი მაცხოვრებელი მონაწილეობდა ადგილობრივი ოტელის სარეკლამო კამპანიაში, სადაც ქალთევზას სახით წარსდგა. მას ეს ისე მოეწონა, რომ დაიწყო ასეთი კოსტუმების კერვა და საკუთარი ჰობი სარფიან ბიზნესად აქცია. დღეს ქალაქის აუზებზე ნახავთ ქალებს, რომლებსაც ქალთევზას კოსტუმი აცვიათ. თუ ადრე ეს გაკვირვებას იწვევდა, ახლა ადგილობრივი მოსახლეობა ამას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს.

15. გამოცდების ჩაბარება აკვაპარკში

.

.

კოლეჯში მოსახვედრი გამოცდების ჩასაბარებლად, ჩუნცინის მესვეურებმა აბიტურიენტებს ტესტირების გავლა ქალაქის აკვაპარკის აუზზე შესთავაზეს.

16. უძველესი ისტორია

.

.

თანამედროვე ცათამბჯენების გარდა ჩუნცინში უძველეს ნაგებობებსაც ნახავთ. ქალაქის ისტორია ხომ 3 000 წელს ითვლის. ძველ დროს ეს ბას სამეფოს დედაქალაქი იყო და ძიანჯოუს სახლწოდებით იყო ცნობილი. სახელწოდება ჩუნცინი („ორმაგი დღესასწაული“) 1189 წელს გაჩნდა, როდესაც იმპერატორ სიაო-ძუნის მესამე ვაჟი ჯერ თავადი, შემდეგ კი უზენაესი მმართველი გახდა. სწორედ ამ ორი მოვლენის საპატივცემულოდ მიიღო ქალაქმა თავისი სახელწოდება.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: