ვირთხა

დღეს თქვენი ძლიერი მხარე ცივი გონება და ნებისმიერ სიტუაციაში ემოციების შეკავების უნარი იქნება. სხვისი მხრიდან მაპროვოცირებელი საქციელია მოსალოდნელი, ამიტომ მნიშვნელოვანია ამას არ აჰყვეთ.

ხარი

დღეს შესაძლოა საკუთარი თავი საერთოდ დაგავიწყდეთ და უფრო მეტი სხვებისთვის გააკეთოთ. მნიშვნელოვანია დაისვენოთ და ორშაბათიდან ახალი ძალებით შეუდგეთ საქმეს.

ვეფხვი

მართვის სადავეები თქვენს ხელშია. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და საერთოდ არ ინერვიულოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიტუაცია ოდნავ გართულდება, მაინც შეძლებთ ყველაფრის გაკონტროლებას.

კურდღელი

სიფრთხილით მოეკიდეთ თქვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას და მოერიდეთ მის საზოგადოებაში გავრცელებას. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, თუმცა თქვენი დიპლომატიური უნარების გამოყენების შემთხვევაში ნებისმიერ სიტუაციასთან გამკლავებას შეძლებთ.

დრაკონი

ცვლილებების პერიოდი ახლოვდება. დაივიწყეთ ძველი ჩვევები და თქვენს ცხოვრებაში სიახლე შეიტანეთ. დაფიქრდით როგორი ცხოვრება გინდათ რომ გქონდეთ.

გველი

გაესაუბრეთ სანდო პირებს, რომ დაგეხმარონ გადაწყვეტილების მიღებაში. თუ გინდათ, რომ იყოთ განსხვავებულები, დაფიქრდით ამისთვის რა უნდა შეცვალოთ.

ცხენი

სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ეცადეთ განმარტოვდეთ და დაფიქრდეთ სამომავლო გეგმებზე. თქვენს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობს, რაც ნამდვილად არ არის კარგი.

თხა

ცოტა ხნით მბრძანებლობა დაივიწყეთ და უფრო მეტად ლოიალურები გახდით. იყავით გულწრფელები და გაუზიარეთ თქვენი გრძნობები გარშემომყოფებს. საღამო ოჯახის წევრების წრეში გაატარეთ.

მაიმუნი

დღეს გარშემომყოფები თქვენს მიმართ ძალზე პოზიტიურად იქნებიან განწყობილები. გარემოებები თქვენს სასარგებლოდ აეწყობა. მთავარია ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვათ.

მამალი

ენდეთ თქვენს ინტუიციას და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ. სულ მალე მიხვდებით, რომ საქმისადმი ეს თქვენებური მიდგომა გაამართლებს და საუკეთესო შედეგებს გამოიღებს.

ძაღლი

მაქსიმალურად ინფორმირებულები იყავით, რათა საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება შეძლოთ. გამოიყენეთ ინტერნეტი, რჩევისთვის ექსპერტებს მიაკითხეთ და ძალღონეს ნუ დაიშურებთ იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

ღორი

საკუთარ თავთან ბრძოლის დღე გექნებათ. ეცადეთ მშვიდ გარემოში გადაწყვიტოთ თუ რა არის თქვენთვის უკეთესი და რეალურად რა გსურთ. ფრთხილად დასახეთ სამომავლო გეგმები და მაქსიმალურად იყავით ორიენტირებულები პირად ინტერესებზე.