ვირთხა

წარმატებული დღეა მოსალოდნელი. ვარსკვლავები გიბიძგებენ ძლიერი ხასიათის გამოვლენისკენ. დაბრკოლება დღეს თქვენთვის მხოლოდ მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება.

ხარი

თქვენ განსაკუთრებით ბასრი გონებით ხართ დაჯილდოვებული. ინტელექტს დამატებული თქვენი იუმორისა და წარმოსახვის უნარი თქვენი წარმატების გასაღებია. კარგი დღეა იმისთვის, რომ თავდაჯერებული ნაბიჯები გადადგათ და ლიდერის ფუნქცია საკუთარ თავზე აიღოთ.

ვეფხვი

თქვენი წარმოსახვის უნარი ძალიან კარგ შედეგებს გამოიღებს, თუმცა მაინც არსებობს საფრთხე, რომ უეცრად არასწორ დასკვნებამდე მიხვიდეთ. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული მიმდინარე პროცესებზე და მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან გაუგებრობას.

კურდღელი

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ საკუთარ თავზე იყოთ კონცენტრირებული და იცოდეთ როდის რა გჭირდებათ. ნუ შეგეშინდებათ გრძნობების გამოხატვის და გაზიარების. რაც უფრო მეტად იქნებით გახსნილი ურთიერთობებში, მით უკეთესი იქნება თქვენთვის.

დრაკონი

თქვენ ძალიან პასუხისმგებლიანი ხართ. გააგრძელეთ ასეთი შემართებით მუშაობა და ძალღონეს ნუ დაიშურებთ მიზნის მისაღწევად. დღევანდელი ენერგია იღბლიანია უფრო მეტი განათლების მიღებისა და გრძელვადიანი კონტაქტების დასამყარებლად. თქვენი იდეების გაზიარება ბევრ საინტერესო შესაძლებლობას შეგიქმნით.

გველი

თქვენ მშვიდობის მოყვარული ხართ. დღეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ თავიდან აირიდოთ დაპირისპირება. თუ რაიმე პროცესებში შეუმჩნეველი ხართ, მაშინ ეს თქვენი არასწორი არჩევანია.

ცხენი

ძალაუფლებისა და კონტროლის საკითხები დღის მთავარი თემა იქნება, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ აირიდებთ თავიდან ემოციურ კონფრონტაციას. ეს აურის გაწმენდვაში დაგეხმარებათ. საღამო კარგი იქნება ჯგუფური აქტივობებისთვის.

თხა

გრანდიოზული დღეა თავგადასავლებისთვის. თავბრუდამხვევი რომანტიული გატაცება გელოდებათ. ემოციური დისბალანსი ყოველთვის რეალურ საკითხებზეა დაფუძნებული. იღბლიანი დღეა ახალი პროექტების წამოსაწყებად.

მაიმუნი

დღეს კომუნიკაციისას გაუგებრობისა და სირთულეების გაჩენის საფრთხე არსებობს. მტრული სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდებით, თავს დაუცველად გაგრძნობინებთ. ეცადეთ ეს გულთან ახლოს არ მიიტანოთ და განაგრძოთ თქვენი საქმიანობა.

მამალი

ნებისმიერ სოციალურ გარემოში თქვენ ძალიან პოპულარული იქნებით. თქვენთვის მარტივი იქნება გარკვეული პროცესების მართვა. თქვენი სტაბილური და ხელგაშლილი ბუნება ძალიან მიმზიდველია. ბედნიერი მომენტები მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად დაუვიწყარი იქნება.

ძაღლი

როგორც თქვენი ნიშანი, ასევე თქვენც უნდა ანიჭებდეთ უპირატესობას ბედნიერ და მარტივ დღეს. არსებობს დაპირისპირების საფრთხეც, თუმცა ეს ის შემთხვევაში, თუ არ მოინდომებთ პროცესებს სხვა კუთხითაც შეხედოთ.

ღორი

აკეთეთ ის, რაც გულით გინდათ. დაფიქრდით რისი გაკეთება გსიამოვნებთ ყველაზე მეტად და გაუზიარეთ ეს თქვენს გარშემომყოფებს. კარგი დროა უმასპინძლოთ დიდ შეკრებებს, რომლისთვისაც სულაც არ არის აუცილებელი დიდი ხარჯის გაწევა.