ვირთხა

დღე ბედნიერად დაიწყება. კარგი იქნება, თუ ამ დღეს სახლში, ოჯახთან ერთად გაატარებთ. გახსოვდეთ რომ არასოდეს უნდა მოიტყუოთ ისე, რომ სამომავლოდ წინ არასასურველი შედეგი დაგხვდეთ.

ხარი

დღეს საკუთარ პოზიციას თავგამოდებით დაიცავთ. მოერიდეთ მოთხოვნების წამოყენებას. შეეცადეთ გაუგოთ სხვა ადამიანებს, და პრობლემაც მარტივად მოსაგვარებელი გახდება.

ვეფხვი

თქვენს გარშემო განსაკუთრებით რომანტიკული აურა შეიქმნება. შესაძლოა დღეს საინტერესო ადამიანს შეხვდეთ. თუ ვინმეს მიმართ სიმპათიებს გრძნობთ, დროა ყველაფერი გაუმხილოთ. ნუ ჩააცივდებით მას, ვისთანაც შანსი არ გაქვთ.

კურდღელი

საკმაოდ რთული დღეა მოსალოდნელი. შესაძლოა ყველაფერი შავ ფერებში დაინახოთ, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ცუდად არის. მეგობრებთან შეხვედრა თქვენს განწყობაზე დადებით გავლენას მოახდენს.

დრაკონი

თქვენგან განსხვავებულ ადამიანთან უთანხმოებაა მოსალოდნელი. გახსოვდეთ: ყველას ვერ მოეწონებით. პატივი ეცით სხვის აზრს. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, მასთან მაქსიმალურად გულწრფელი იყავით.

გველი

კომუნიკაცია ყველა სიტუაციის მხსნელია. სანდო ადამიანები სწორ რჩევებს მოგცემენ. შეეცადეთ გაითვალისწინოთ და ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედოთ.

ცხენი

რაც უფრო მეტად კმაყოფილი იქნებით იმით, რაც გაგაჩნიათ, მით მეტს მიიღებთ მომავალში. სტრესის დაძლევაში მეგობრები დაიხმარეთ.

თხა

სანამ ვინმეს რამეზე შეუთანხმდებით, დაფიქრდით რამდენად ხელსაყრელია ეს ორივე მხარისთვის. იყავით კრეატიული და შესაძლო სცენარი წარმოიდგინეთ.

მაიმუნი

წვრილმანებს ზედმეტ ყურადღებას ნუ დაუთმობთ, რადგან ამით შესაძლოა ზოგადი სურათის აღქმის უნარი დაკარგოთ. შესაძლოა რაღაც ჭორებით გაღიზიანდეთ, თუმცა უმჯობესია სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მამალი

იფიქრეთ პოზიტიურად! არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გამოწვევას აწყდებით ცხოვრებაში. დაეხმარეთ მეგობრებს და უბრალო შემხვედრებსაც კი, თუ ამის საჭიროებას დაინახავთ.

ძაღლი

დღეს ზედმეტად ემოციური და იმპულსური იქნებით. საკუთარ გამონათქვამებში უფრო ფრთხილი იყავით და თავი შეიკავეთ არაკონტროლირებადი რეაქციებისგან.

ღორი

ხანდახან დანებებაც უნდა იცოდეთ. მიზანდასახულობა და მონდომება კარგია, თუმცა სიტუაცია რეალურად უნდა შეაფასოთ. ემოციური დამოკიდებულება როგორც საქმის, ასევე ადამიანების მიმართ, ზომიერი უნდა იყოს.