ვირთხა

ვან სუონგის ვარსკვლავის გავლენის წყალობით დღეს სახლში ვერ გაჩერდებით. ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლების სურვილი შეგიპოყრობთ, ოღონდ ყველაფერში მთავარია ზომიერება.

ხარი

სხვისი ცუდი განწყობა შესაძლოა თქვენც გადმოგედოთ. ადამიანები შეიძლება განსაკუთრებით მომთხოვნები გახდნენ თქვენს მიმართ. უმჯობესი იქნება თუ საიდუმლოებებს თქვენთვის შეინახავთ.

ვეფხვი

თქვენ არაჩვეულებრივი მეგობარი ხართ. დღევანდელი დღე გაატარეთ იმასთან ვინც თქვენს იუმორის გრძნობას იზიარებს. სწორედ იუმორია ის, რაც სირთულეების გადალახვაში აგეხმარებათ.

კურდღელი

დღეს მოგეჩვენებათ, რომ ადამიანები თქვენს მიმართ იმავეს არ გრძნობენ რასაც თქვენ. ფრთხილად იყავით მათთან, ვინც თქვენს გეგმებს ხშირად ცვლის.

დრაკონი

დღეს შესანიშნავი დღეა ვარჯიშისთვის და ფიზიკური აქტიურობისთვის. თქვენი ენერგია ძლიერია და დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.

გველი

თქვენი სახლი შესაძლოა სტრესის და ბედნიერების წყაროც გახდეს. არ აქვს სიტუაციას მნიშვნელობა, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი სახლი ორგანიზებული და კეთილმოწყობილი იყოს.

ცხენი

თქვენს რეალურ გრძნობებს ნუ უარყოფთ. ნუ შეგეშინდებათ იმის, რასაც თქვენი ბნელი მხარე წარმოადგენს. ამან შესაძლოა კრიტიკა გამოიწვიოს გარშემომყოფებისგან, მაგრამ რეალურ სახეს ნუ დამალავთ.

თხა

დღეს შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს უფლება დაკავდეთ იმით რაც სიამოვნებას განიჭებთ. თქვენ და თქვენი გარშემომყოფები მეგობრულები და ყურადღებიანები იქნებით, ასე რომ დადებითი ემოციებით დატვირთული დღე გელით.

მაიმუნი

ამაღელვებელი დღე გექნებათ. თქვენი დიდი გეგმები შესაძლოა გადაიდოს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სხვა ადამიანები არ გეხმარებიან, თუმცა იუმორი ყველაფერს გამოასწორებს.

მამალი

ითხოვეთ დახმარება, თუ ეს გჭირდებათ. მოერიდეთ სხვების კრიტიკას, რადგან მათ შეიძლება არასწორად გაიგონ თქვენი მეგობრული რჩევა. მეტი დრო გაატარეთ ოჯახურ გარემოში.

ძაღლი

დღეს ოჯახური საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. რაც უფრო ორგანიზებული ხართ, მით უფრო თავდაჯერებული იქნებით. დაიცავით თქვენი პირადი სივრცე.

ღორი

სასიყვარულო ურთიერთობებში გაგიმართლებთ. შესაძლოა დღევანდელი დღე საბედისწეროც კი იყოს თქვენთვის. თუ გულისსწორი უკვე გყავთ, მაქსიმალური სითბო გამოიჩინეთ მის მიმართ.