ვირთხა

სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. თქვენი მებრძოლი ბუნება დაგეხმარებათ სასურველი მიზნის მიღწევაში. თუ დახმარება დაგჭირდათ, სანდო ადამიანს მიმართეთ.

ხარი

ნუ იწუწუნებთ იმის გამო, რომ რაღაც არ გამოგივიდათ. იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, დიდი შრომა არის საჭირო. ყველაფერი პირველივე ცდაზე არ გამოდის. ძალღონეს ნუ დაიშურებთ და ნუ მოდუნდებით.

ვეფხვი

თავიდან აირიდეთ შურისძიების მოთხოვნილება და ნუ დაემსგავსებით სხვას ცუდი ქცევებით. საყვარელი ადამიანები გამხიარულების შესაძლებლობას შემოგთავაზებენ. ნუ ეტყვით მათ უარს.

კურდღელი

თუ თქვენს ქცევებს ემოციები განაპირობებს, შესაძლოა ორიენტაცია დაკარგოთ. არის საშიშროება, რომ ძალიან ჩაუღრმავდეთ ყველა დეტალს და ჩაიციკლოთ მათზე. თავიდან აირიდეთ დეპრესიული ადამიაენები და დრო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

დრაკონი

პოზიტიური დამოკიდებულება - წარმატების გასაღებია. თქვენი სურვილი კი, როგორც მატერიალური ასევე პიროვნული განვითარებისა, ძალიან ძლიერია. დანაკარგის შემთხვევაში ძალიან ნუ ინერვიულებთ, უბრალოდ განაგრძეთ თქვენი საქმიანობა.

გველი

ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რას ამბობენ თქვენზე გარშემომყოფები. შესაძლოა ისეთი რამ გაიგოთ, რასაც სწრაფი რეაგირება დასჭირდება. შესაბამისად, იყავით უფრო მეტად მობილიზებული.

ცხენი

დღეს შესაძლოა მიიღოთ რამდენიმე შეტყობინება ან წერილი, რომლებიც საგრძნობლად გააუმჯობესებენ თქვენს გუნება-განწყობილებას და თქვენი დღე ნამდვილად სასიამოვნო იქნება.

თხა

იდეალური დღეა სოციალური კონტაქტებისთვის. ნუ დარჩებით მარტო პრობლემებთან და დახმარებისთვის გარშემომყოფებს მიმართეთ. ერთობლივი ძალებით საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

მაიმუნი

აცადეთ მოვლენებს თავისით განვითარდეს და მიჰყევით დინებას. მუშაობა მცირეოდენი გამხიარულების გარეშე დღის მთავარი იმედგაცრუება იქნება. თავი აარიდეთ ყოველდღიურ რუტინას და ჩვეულ სამუშაო პროცესს კრეატიულად მიუდექით.

მამალი

დღეს, რაღაც მომენტში შეიძლება დაკარგოთ ორიენტაცია, თუმცა გარშემომყოფები დროულად რეაგირებაში დაგეხმარებიან. თქვენი მთავარი ამოცანა ის არის, რომ პირადად არავის დაუპირისპირდეთ და კონფლიქტის წამომწყები თავად არ იყოთ.

ძაღლი

დღევანდელი ენერგია ისეთ შესაძლებლობებს შეგიქმნით, რაც შემდგომი წარმატების საწინდარი იქნება. არსებობს სიტუაციის გართულების საშიშროებაც, თუმცა დაკვირვების შემთხვევაში, ყველაფერს დროულად მოაგვარებთ.

ღორი

ეცადეთ დაწყებული საქმე რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანოთ ბოლომდე. იღბლიანი იქნება რაიმე განსაკუთრებული აქტივობა ან სამომავლო გეგმების დასახვა.