ვირთხა

ზოგჯერ ცხოვრება უსამართლოა და ადამიანები ერთმანეთს სიკეთით და გაგებით არ ექცევიან. სინანულს და დარდს მოეშვით და იფიქრეთ იმაზე, რაც სიხარულს განიჭებთ.

ხარი

მეტი ძალისხმევა დაატანეთ იმ საქმეს რასაც აკეთებთ. ეს რა თქმა უნდა დროსა და მოთმინებას მოითხოვს. ნუ იქნებით ზედმეტად თვითკრიტიკული ან უმოტივაციო. რაც უფრო მეტად მოინდომებთ, მით უკეთესი იქნებით ამ საქმეში.

ვეფხვი

ურთიერთობები სასიამოვნოა ადამიანთან, ვინც თქვენს ცხოვრებას სიხარულით და სიცოცხლით ავსებს. დააფასეთ თქვენი განსხვავებები და იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე.

კურდღელი

დღეს უმოტივაციოდ იგრძნობთ თავს, გაგიჭირდებათ სამუშაოსთან გამკლავება და თავს აარიდებთ სხვებთან კომუნიკაციას. ნუ იცრუებთ სასურველის მისაღებად. ნაკლები საქმის გაკეთება სტრესს შეამცირებს.

დრაკონი

მოქმედების დროა! განწყობა ყველაფერზე მაღლა დგას. მოიქეცით თავდაჯერებულად და ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობების, ეს ყველა კარს გაგიღებთ. იყავით კარგი მსმენელი.

გველი

ფრთხილად იყავით, რადგან შესაძლოა სახიფათო ავანტიურაში ჩაგითრიონ, რასაც შემდგომში შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს. ასევე, თავი შეიკავეთ ფულის გასესხებისგან.

ცხენი

წარსულის რომანტიკული ურთიერთობები დაივიწყეთ. დღეს შესაძლებლობა გაქვთ ბედნიერი მოგონებები დაიგროვოთ. საკუთარი თავისთვის ანგარიშის გაწევა საუკეთესო გამოსავალია.

თხა

დღეს წარმატებული დღე გელით. თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება. შეიყვარეთ თქვენი აწმყო და თამამად შეხვდით ცვლილებებს.

მაიმუნი

ნუ იმუშავებთ ზედმეტს, რაც არ უნდა კარგი მიზეზი გქონდეთ. იყავით მომთმენი და თუ აუცილებელი არ იქნება, გარკვეული საქმეები გადადეთ. წარმოაჩინეთ თქვენი ორგანიზაციული უნარები. თავდაჯერებული ადამიანი უფრო იღბლიანია ვიდრე ის, ვინც ყოყმანობს.

მამალი

ურთერთგაგება, ნდობა და ერთმანეთის მიღება განსაკუთრებით საჭიროა, როდესაც საყვარელი ადამიანი გყავთ. ზედმეტი თვითკონტროლი იმედგაცრუებას ან განცალკევებას გამოიწვევს.

ძაღლი

შეიძლება მცირე ხნით დარდმა შემოგიტიოთ თუ მზად არ ხართ ცვლილებებისთვის. არის რაღაცები რაც უკან უნდა მოიტოვოთ და წინსვლა გააგრძელოთ.

ღორი

წარსულის პრობლემები დღეს თავს შეგახსენებთ. ზოგჯერ ცხოვრება უსამართლოა და ადამიანები ერთმანეთს სიკეთით და გაგებით არ ექცევიან. სინანულს და დარდს მოეშვით და იფიქრეთ იმაზე, რაც სიხარულს განიჭებთ.