ვირთხა

დღეს შესაძლოა გაგიჩნდეთ განცდა, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს. ღრმად ჩაისუნთქეთ და გამოიყენეთ თქვენი ცნობილი შარმი სირთულეებთან გასამკლავებლად. აშკარა გარღვევებმა არ უნდა დაგამარცხოთ. იყავით თავდაჯერებული და მიზანდასახული.

ხარი

დღევანდელი დღის ენერგეტიკა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ სიტყვა „არა“ ყველაზე საჭირო დროს თქვათ. ძალიან ბევრი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამ შესაძლოა საქმე დაუსრულებელი დატოვოს, თქვენ კი - დაღლილი. აქტიური მეგობრები დაგეხმარებიან იმაში, რომ საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ.

ვეფხვი

თუ გრძნობთ, რომ თანდათან დეპრესიაში ვარდებით, ესე იგი დროა სასწრაფოდ მიიღოთ ზომები. უარი თქვით ნეგატიური აურის მქონე ადამინებთან ურთიერთობაზე და ეცადეთ მთელი ყურადღება საქმეებზე გადაიტანოთ.

კურდღელი

მიზნების მიღწევაში დღეს გარშემომყოფები დაგეხმარებიან, თუმცა თქვენ მზად უნდა იყოთ დაუღალავი შრომისთვის და ყურადღება დეტალებს მიაქციოთ. იყავით მომთმენი მოსაწყენი საქმის მიმართ. ახლობლის რჩევა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას გაითვალისწინებთ.

დრაკონი

შესაძლოა თქვენი უხეში სიტყვით ბევრ საყვარელ ადამიანს დასწყვიტოთ გული. მზად იყავით ბოდიშის მოსახდელად და იმისთვის, რომ სულ მალე, ნებისმიერი ბუნდოვანი სიტუაცია გაირკვევა.

გველი

იმედგაცრუება არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ უარი თქვათ თქვენს ოცნებებზე. ხანდახან წარუმატებელი მცდელობები საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ სწორი გზა და იპოვოთ ჭეშმარიტება.

ცხენი

სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატება გელით. ნუ მიაქცევთ გარშემომყოფების ნათქვამს ყურადღებას და ბოლომდე საკუთარ გულს უსმინეთ.

თხა

დღეს თქვენს მოულოდნელ იმპულსებს მიჰყევით. ნუ იქნებით ძალიან კრიტიკულები. სანდო მეგობრები სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმაებიან. კარგი რჩევა პრობლემის ყველა ასპექტს კარგად დაგანახებთ.

მაიმუნი

დღეს დატვირთული დღე გექნებათ და მზად იყავით იმისთვის, რომ რაღაც საქმეებს ჩვეულებრივზე მეტი დრო და ენერგია დასჭირდება. თუ ფიქრობთ, რომ სხვა აუცილებელ საქმეებს დროულად ვერ დაასრულებთ, თავი შეიკავეთ მოხალისეობისგან.

მამალი

დღეს თქვენი ოცნებები შესაძლოა რეალობად იქცეს. გჯეროდეთ, რომ თქვენი მიზნების ასრულება და ბედნიერება მიღწევადია. ჩამოწერეთ დეტალურად რა გსურთ მომავალში. დაინახეთ ეს ყველაფერი ისე, თითქოს ცხადში ხდება.

ძაღლი

სამსახურში უსიამოვნება გელით. თქვით ის, რასაც ფიქრობთ და ნუ მისცემთ გარშემომყოფებს თქვენი დაჩაგვრის უფლებას. თუ ფიზიკურ სისუსტეს გრძნობთ, დაიწყეთ ვარჯიში და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აუცილებელია კარგი კვება და საკმარისი დასვენება.

ღორი

ძალღონეს ნუ დაიშურებთ საკუთარი თავის გასაკონტროლებლად. მაქსიმალურად ეცადეთ დიპლომატიური გზებით მოაგვაროთ პრობლემები. ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, თუმცა რასაც გასცემთ, გაეცით მხოლოდ გულით.