ვირთხა

ვარსკვლავები გირჩევენ დღეს მეტი სიფრთხილე და პრაქტიკულობა გამოიჩინოთ. არ ენდოთ ლამაზ სიტყვებს და ფუჭ დაპირებებს, რადგან შესაძლოა თაღლითებს გადაეყაროთ.

ხარი

თავიდან აირიდეთ კრიტიკოსები და რთული ხასიათის მქონე ადამიანები. ისინი მხოლოდ გააფუჭებენ თქვენს საქმეს და მოტივაციას დაგიკარგავენ. კარგი დროა აქტიურობისთვის. მთავარია იყოთ გულწრფელი და საკუთარ თავთან ბოლომდე მართალი დარჩეთ.

ვეფხვი

იღბლიანი დღეა. იყავით დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში. საინტერესო ადამიანები ყოველდღიურ დავალებებთან გამკლავებაში დაგეხმარებიან. კარგი დღეა სოციალური შეკრების მოსაწყობად.

კურდღელი

დატკბით მცირეოდენი თვითკმაყოფილებით. იდეალური დღეა კრეატიული ადამიანისთვის რჩევის საკითხავად. სოციალური შეკრებები და წვეულებები იმაზე მეტის მომცემი იქნება, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.

დრაკონი

დღეს საკმაოდ ცვალებადი ხასიათი გექნებათ. ნუ მიეცემით იმედგაცრუებას, თუ საქმე ისე არ გამოვიდა, როგორც თქვენ გსურდათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავიდან აირიდეთ უსარგებლო დრამა.

გველი

ძალღონეს ნუ დაიშურებთ ნებისმიერი გადადებული საქმის მოსაგვარებლად. გადახედეთ და კარგი ორგანიზება გაუკეთეთ თქვენს მიზნებს. ადამიანებს თქვენი დახმარების სურვილი ექნებათ და საჭიროებისას შეგიძლიათ მათ მიმართოთ.

ცხენი

დროა დაისვენოთ ყოველდღიური რუტინისგან. ცვლილებების განხორციელება უბრალოდ დამოკიდებულების შეცვლითაც შეგიძლიათ. კარგი კომუნიკაცია და ვალდებულებების შესრულება დღეს თქვენს ინტერესებში იქნება.

თხა

უცნაური ან აქტიური ადამიანი თქვენში გაღიზიანებას გამოიწვევს. თქვენი გონებაგახსნილობიდან გამომდინარე, თქვენი კომფორტის ზონა უფრო კონსერვატიული და ტრადიციულია. ნუ შეგეშინდებათ იდეების გაზიარების.

მაიმუნი

ვან სუონგის ვარსკვლავის გავლენის გამო შესაძლოა გარემოს შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ და ეს სურვილი საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ამ მიმართულებით აქტიური მოქმედება დაიწყოთ.

მამალი

რბილი ხასიათის მქონე ადამიანებს ხშირად უჭირთ გაბრაზების გამოხატვა, მაგრამ თუ გამოავლინეს, ძირფესვიანად შეცვლიან არსებულ სიტუაციას. უფრთხილდით ასეთ ადამიანებს და იცოდეთ როდის უნდა გაჩერდეთ.

ძაღლი

კრეატიული იდეების მოზღვავებას იგრძნობთ. მთავარია ამის პრაქტიკაში განხორციელება შეძლოთ. არჩევანი თქვენზეა. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ თავად უნდა მიიღოთ.

ღორი

შესაძლოა საკმაოდ აგრესიულ და დაძაბულ ენერგიასთან მოგიწიოთ გამკლავება. დაფიქრდით, ეს საკუთარ თავში გაურკვევლობის ბრალია, თუ ამ საკითხში გარეშე პირიც არის გარეული. სწორედ ამის შემდეგ მოახერხებთ სწორი გამოსავლის ნახვას.