ვირთხა

ვარსკვლავები გირჩევენ არ დაუჯეროთ დღევანდელ დაპირებებს. მათ შესრულებას მაინც არავინ აპირებს. განსაკუთრებით ეს სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება.

ხარი

სიურპრიზებისა და საჩუქრების დღეა. ნუ მოგერიდებათ ემოციების გამოხატვის და იყავით პოზიტიური. ნათესავები მზრუნველობით გაგანებივრებენ, მეგობრები კი მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ.

ვეფხვი

საინტერესო მოვლენებისა და შეხვედრების დღე გელით. საყვარელი ადამიანი დღეს განსაკუთრებით გულახდილი და მოსიყვარულე იქნება. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.

კურდღელი

დღეს თავგადასავლებისა და ავანტიურის განწყობაზე იქნებით. ინიციატივის გამოვლენის შემთხვევაში შესაძლოა მეგობრებიც აიყოლიოთ.

დრაკონი

დღე ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ სამსახურის საქმეებიც მოაგვაროთ და მეგობრებთან ერთადაც მოახერხოთ გართობა. საყვარელი ადამიანი რომანტიკული იდეებით გაგაოცებთ.

გველი

არც სანერვიულოდ გაქვთ საქმე და არც საწუწუნოდ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოისურვებთ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ცხენი

კეთილი, პოზიტიური დღე გელით. ნაკლები დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს და მეტი ნათესავებთან ურთიერთობას. საღამოს მშვიდ გარემოში დაისვენეთ.

თხა

ვარსკვლავები გირჩევენ არ მისცეთ გარშემომყოფებს კონფლიქტში თქვენი ჩათრევის უფლება. ღია კონფრონტაცია უბრალოდ დროსა და ენერგიას დაგაკარგინებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაიცავით ნეიტრელიტეტი.

მაიმუნი

ამ დღეს მოწყენილობა ნამდვილად არ გემუქრებათ, რადგანაც აქტიური საქმიანობისა და მხიარულების ცენტრი თავად იქნებით. ამასთან, დროს სერიოზული საკითხების მოსაგვარებლადაც გამონახავთ.

მამალი

გარემოებების მიუხედავად, დღეს უნდა დაივიწყოთ სევდა და პოზიტიურად განეწყოთ. ზოგჯერ ოპტიმისტური განწყობის შექმნა საკმაოდ რთულია, მაგრამ სრულ სიბნელეს პატარა სანთლის დანთება სჯობს.

ძაღლი

დღეს მეტად შემწყნარებლური უნდა იყოთ სხვების სისუსტეების მიმართ. მხოლოდ ასე შეძლებთ შინაგანი სიმშვიდის მიღწევას. თავისი სისუსტეები ყველა ადამიანს გააჩნია, ამიტომ ზოგჯერ უბრალოდ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რაც არ მოგწონთ.

ღორი

იმ შემთხვევაში, თუ დღესვე არ ეტყვით თქვენს ახლობლებს ყველაფერს, რასაც ფიქრობთ შექმნილ სიტუაციაზე, უახლოეს დღეებში ყველასთვის საკმაოდ რთული პერიოდი დაიწყება. არსებობს დიდი ალბათობა, რომ უსიამოვნო საუბარს თავიდან ვერ აირიდებთ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: