ვირთხა

დღეს ვარსკვლავები თქვენი ოცნების ასრულებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ არ გაიფუჭოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა ზედმეტი კრიტიკით. სწორედ სურვილი, რომ სხვებს მათ შეცდომებზე მიუთითოთ, დღეს თქვენთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

ხარი

დღევანდელი თქვენი მტერი დაღლილობაა. შესაძლოა ისეთი საქმით ხართ დაკავებული, რომელიც თქვენთვის სრულიად უინტერესოა. მიუხედავად ამისა, ძალღონეს ნუ დაიშურებთ დამატებითი ფინანსების მოსაპოვებლად. როდესაც მატერიალურად კარგად ხართ, თავს გაცილებით მშვიდად გრძნობთ.

ვეფხვი

დღეს ძალიან იღბლიანი იქნებით. კარგი დღეა მოითხოვოთ სამსახურში ის, რაც გჭირდებათ. ასევე გაგიმართლებთ, თუ ახალ სამსახურს ეძებთ. თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ, უბრალოდ ამის უნდა გჯეროდეთ.

კურდღელი

თუ გარეთ გახვალთ და სხვადასხვა ტიპის ადამიანებს დაეკონტაქტებით, ეს განსაკუთრებული დღე იქნება. თქვენი შარმი და ოპტიმისტური დამოკიდებულება გარშემომყოფების მიერ იქნება დაფასებული. არსებობს რისკი, რომ არაგულწრფელი დამოკიდებულების შემთხვევაში მეგობარს აწყენინოთ.

დრაკონი

ძლევამოსილი დღეა თქვენთვის. ნებისმიერ საქმეს, რასაც დღეს სისრულეში მოიყვანთ, გრძელვადიანი შედეგი ექნება. ზოგიერთი თქვენგანისთვის მოსალოდნელია კრიზისული სიტუაციაც, თუმცა მონდომების შემთხვევაში ყველაფერს მოაგვარებთ.

გველი

დროა დაასრულოთ ის, რაც უკვე დიდი ხანია დაიწყეთ. ახალი დღე ბევრ ჩავარდნებს გპირდებათ, თუმცა მოიკრიბეთ გამბედაობა და პირისპირ დაუდექით პრობლემებს. იყავით ხელგაშლილი გარშემომყოფების მიმართ და აგრძნობინეთ მათ თქვენი მზრუნველობა.

ცხენი

ძველი შიშები და დარდი უკან მოიტოვეთ. დროა ენდოთ თქვენს ინსტინქტებს, თუმცა ნუ აჩქარდებით. სიფრთხილე და დაკვირვება ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ. მეგობრები ხედავენ და აფასებენ თქვენს მონდომებასა და ოპტიმიზმს.

თხა

დღევანდელი დღე ცოტა განსხვავებული იქნება. შესაძლოა დანაშაულის შეგრძნება გაგიჩნდეთ, როდესაც დროს არა საქმეს, არამედ მეგობრებს დაუთმობთ. ნუ ინერვიულებთ, რადგან თქვენი საქმის ბოლომდე მიყვანასაც მაინც შეძლებთ.

მაიმუნი

დღევანდელი დღე იწყება პოზიტიური ენერგიით, რომელიც განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს პირად ურთიერთობებზე. ეს პირად ცხოვრებაში ბალანსისა და სტაბილურობის შეგრძნებას მოგანიჭებთ. ნებისმიერი გრძნობის მიმართ იყავით გახსნილი და იფიქრეთ პირად კომფორტზე.

მამალი

დაბალი ენერგიის მატარებელი დღეა. კარგი იქნება, თუ საუკეთესო მეგობრებს გემრიელ სადილზე დაპატიჟებთ და დროს მათთან ერთად გაატარებთ. თავიდან აირიდეთ ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია.

ძაღლი

სანამ კარგად არ დაფიქრდებით, ფული დღეს არავის ასესხოთ. არსებობს რისკი, რომ ფულსაც დაკარგავთ და მეგობარსაც, სამაგიეროდ, გაიჩენთ პრობლემებს და იმედგაცრუებული დარჩებით.

ღორი

იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ მარტივ ცხოვრებას ხართ მიჩვეული, კრიზისულ სიტუაციებშიც შეგიძლიათ იყოთ ძლიერი. არსებობს საკმაოდ მწვავე პრობლემის გაჩენის საფრთხე. ამ შემთხვევაში მთავარია არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა. საჭიროების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა შეადგინეთ, რათა უფრო მეტად ორგანიზებული იყოთ.