ვირთხა

ვარსკვლავები მიესალმებიან ყველაფერს რაც ინტელექტუალურად და სულიერად გამამდიდრებთ. თავი შეიკავეთ ინიციატივის გამოჩენისგსან, თორემ შესაძლოა ეს სანანიებელი გაგიხდეთ.

ხარი

ძალიან ენერგიული დღეა. ბევრი საქმის ერთდროულად შესრულებას შეძლებთ ისე, რომ ყურადღებას არცერთს მოაკლებთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ დღეს ეს შესაძლებლობა.

ვეფხვი

კარგი დროა ოჯახის თანადგომისა და დახმარებისთვის. გააკეთეთ თქვენი მაქსიმუმი, რომ ოჯახის წევრებმა დასახულ მიზანს მიაღწიონ. ენდეთ თქვენს ახლობლებს და ინტუიციას.

კურდღელი

სასიამოვნო დღე გელით. მეგობრებთან ერთად მხიარულობისას ბევრ ახალ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. ნუ იფიქრებთ პრობლემებზე, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა.

დრაკონი

წარმატება ჯერ კიდევ წინ არის. გარკვეული ჩაგდებების გამო ნუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი დამთავრდა. სასურველ შედეგს სულ მალე მიაღწევთ.

გველი

დასვენება ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. მოდუნდით და თუ სასიცოცხლო მნიშვნელობის არ იქნება, საქმეები ხვალისთვის გადადეთ.

ცხენი

ლოკ ტონის ვარსკვლავი დღეს მეტი დელიკატურობისკენ მოგიწოდებთ. არ ღირს საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალების სხვებისთვის გაზიარება, რადგან ვიღაცამ ეს შესაძლოა თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.

თხა

კარგი დროა მიჰყვეთ თქვენს გულისთქმას და გადაწყვეტილებები ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღოთ. იყავით მაქსიმალურად გულწრფელი და თქვით ის, რასაც ფიქრობთ.

მაიმუნი

მიიღეთ ნებისმიერი გამოწვევა. იდეალური დღეა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. იყავით მაქსიმალურად აქტიური.

მამალი

თუ არის ისეთი რამ, რაც არ მოგწონთ, აუცილებლად განაცხადეთ ხმამაღლა და იფიქრეთ მისი მოგვარების ხერხებზე. არსებული სიტუაციის გამწვავება მხოლოდ რთული ხასიათის მქონე პირებს შეუძლიათ.

ძაღლი

პოზიტიური დღეა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ოღონდ უმჯობესი იქნება, თუ თავს შეიკავებთ სარისკო მოქმედებისგან.

ღორი

შესაძლოა თქვენ საკუთარ თავთან ძალიან მომთხოვნი ხართ. ეცადეთ უფრო ლმობიერი გახდეთ და სწორად შეაფასოთ თქვენი მიღწევები.