ვირთხა

გარემოებების მიხედვით იმოქმედეთ. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ვალდებულებებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ხარი

რთული საკითხების მოგვარებას დილიდან ნუ დაიწყებთ. დღის მეორე ნახევარში მეტად მოგეცემათ იდეების განხორციელების საშუალება. იყავით მეტად პრაქტიკული.

ვეფხვი

დღის პირველ ნახევარში ეცადეთ ენერგია დაზოგოთ. წარმატება დღის მეორე ნახევრიდან გეწვევათ. მოერიდეთ აჩქარებას მუშაობისას. მეტი ყურადღება მიაქციეთ კონსტრუქციულ კრიტიკას.

კურდღელი

ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ახალი პროფესიის შეძენას გადაწყვეტს. პატივი ეცით სხვის ლიდერობას და საზოგადოებაში მიღებულ წესებს.

დრაკონი

ნებისმიერ ადამიანს აქვს პაუზა ან შეფერხება საქმეებში, რაც არ უნდა გახდეს გაღიზიანებისა და დეპრესიაში ჩავარდნის მიზეზი. იცოდეთ, რომ გაქვთ ღირებული იდეები და ხართ საუკეთესო შემსრულებელი.

გველი

ფინანსური საკითხების მოგვარებაში დახმარება ნათესავებს სთხოვეთ. საღამოს დაგეგმილი მგზავრობა სხვა დღისთვის გადადეთ.

ცხენი

ნუ განაწყენდებით გარშემომყოფთა სამართლიან კრიტიკაზე. ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას იმ ადამიანებსა და საქმეებზე, რომლებისგანაც სიკეთეს არ ელით.

თხა

თავისუფლება და დამოუკიდებლობა ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ და ვალდებულებები და საქმეები შეასრულეთ. კარგი დღეა ახალი ცოდნა-გამოცდილების მისაღებად.

მაიმუნი

დღეს კარგი დღეა საქმიან პარტნიორებთან შესახვედრად. აქტიურად გელით საქმიან დოკუმენტებთან და ფინანსურ საბუთებთან მუშაობა. ნუ მოგერიდებათ სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლა.

მამალი

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულების შესრულებას და ახლობლებზე ზრუნვას. პატივი ეცით ოჯახურ ტრადიციებს. ეცადეთ საკუთარი თავი გაიხალისოთ.

ძაღლი

დღეს მარტივი საქმეებით შემოიფარგლეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას და ვალების აღებას. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ცოტა ხანში სიტუაცია გამოსწორდება.

ღორი

საქმეებს შუადღიდან შეუდექით. კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად, დასკვნების გამოსატანად. მოერიდეთ სამაგიეროს გადახდას. დრო ყველას განსჯის.