ვირთხა

მეგობრული კავშირები დღეს სოციალური კუთხით ძალზე სასარგებლო აღმოჩნდება. ვარსკვლავები გირჩევენ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად, თუნდაც იმისთვის, რომ პრობლემები ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ, თუმცა მატერიალური საკითხების სხვის ხარჯზე მოგვარებას ნუ ცდილობთ.

ხარი

დღეს არსებული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა გექნებათ. არის იმის ალბათობა, რომ გარკვეული აქტივობებისთვის თავის არიდების სურვილი გქონდეთ, თუმცა ნუ აირჩევთ მარტივ გზას. გრძნობების გამოსავლენად სიმამაცე გამოიჩინეთ.

ვეფხვი

ძალიან კარგი დღეა და ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. კარგი იქნება, თუ დასვენებას დაგეგმავთ. საზოგადოებრივი აქტივობები და მოგზაურობა სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ. იღბლიანი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და ნუ შეგეშინდებათ თქვენი გრძნობების გამოხატვის.

კურდღელი

ჭკვიანი ადამიანი ჭორების გავრცელებას არ დაიწყებს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს სიმართლე იქნება თუ არა. თქვენი ენერგია გარშემომყოფების დახმარებაში დახარჯეთ. თქვენი გამჭრიახი გონება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დრაკონი

ახლო ურთიერთობები დღევანდელი დღის ძირითადი საკითხი იქნება. იღბლიანი დღეა სიყვარულისთვის, თუმცა ასევე პრობლემებიც მოსალოდნელია. ახალი მეგობრის მიმართ, რომელიც არასტაბილური ჩანს, სიფრთხილე გამოიჩინეთ.

გველი

ზედმეტი ხელგაშლილობისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ, რადგან შესაძლოა ინტრიგანების და მლიქვნელების გარემოცვაში აღმოჩნდეთ. ჯანსაღ ეგოიზმში არაფერია ცუდი.

ცხენი

ენდეთ თქვენს ინტუიციას. თუ დაკვირვებული იქნებით, პრობლემას იქამდე მოაგვარებთ, სანამ სიტუაცია გაუარესდება. ეს გულისხმობს როგორც გარკვეული გეგმების შემუშავებას, ასევე გარშემომყოფებთან საკუთარი დამოკიდებულების შეცვლას.

თხა

შესაძლოა ისეთმა გადაუდებელმა პრობლემამ იჩინოს თავი, რომლის უგულებელყოფაც რთული იქნება. უსამართლობისა და ეჭვიანობის განცდა შურისძიების სურვილს გაგიჩენთ. ეცადეთ დამშვიდდეთ და გადაწყვეტილებები საღი გონებით მიიღოთ.

მაიმუნი

შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა და საკუთარ თავს ძალიან კრიტიკულად ნუ მიუდგებით. მეგობრები დაგეხმარებიან განწყობის ამაღლებაში, თუმცა ამაში თქვენი ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მამალი

ცვლილებების გრძელ და ნელ გზას ადგახართ, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ ცხოვრებას გთავაზობთ. დღევანდელი გაკვეთილი არის ის, რომ გჯეროდეთ მომავალი წარმატების. კარგად გააანალიზეთ სიტუაცია, სანამ უშუალოდ ქმედებაზე გადახვალთ.

ძაღლი

ხანდახან ნამდვილ სიყვარულსაც შეიძლება გაუჩნდეს ბზარები, თუმცა მცირე კამათი შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. ალბათობა იმისა, რომ გაუგებრობა მოხდება, ძალიან მაღალია. ეცადეთ დასაბუთებული არგუმენტები გქონდეთ და გაუაზრებელ რეპლიკებს ნუ მისცემთ სიტუაციის გაუარესების უფლებას.

ღორი

მოულოდნელი სიტუაცია ან კომენტარი თქვენს ემოციურობას კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს. შესაძლოა სრულიად უსაფუძვლოდ ნერვიულობდეთ. დამშვიდდით და თავდაჯერებულობა შეინარჩუნეთ. მოემზადეთ ნებისმიერი ცვლილებისთვის და მიყევით დინებას.