20 აპრილს, ჩინური ენის დაბადების დღეა. დღესასწაული 2010 წელს დააწესეს, ჩინური დამწერლობის შემქმნელის, ცან ცზეს ხსოვნის უკვდავსაყოფად. დღესდღეობით ჩინურ ენაზე მეტყველებს 1 მილიარდ 300 მილიონ ადამიანზე მეტი, რომელთა უმეტესობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ჩინეთის (ტაივანის) რესპუბლიკაში ცხოვრობს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მრავალ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი უმცირესობები.

ჩინური ენის სალიტერატურო ფორმა მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე დიდი ენაა.

ჩინურ ენას უძველესი და საინტერესო ისტორია გააჩნია, იგი ერთ-ერთი სპეციფიური და ურთულესი ენაა, რომლის შესწავლა უკვე საქართველოს მასშტაბითაცაა შესაძლებელი.