ვირთხა

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რთულ ემოციურ ფონზე არ ღირს რადიკალური პოზიციის დაკავება ან სერიოზული საქმის დაწყება. გამონაკლისს დღეს მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა წარმოდგენს. კარგი დღეა იმისთვის, რომ საკუთარი იმიჯი კარდინალურად შეცვალოთ.

ხარი

ძალღონეს ნუ დაიშურებთ სიმშვიდის მოსაპოვებლად. ზოგი ადამიანი ძალიან რთული ხასიათის შეიძლება იყოს და არ არის გამორიცხული უსაფუძვლოდ დაგიპირისპირდნენ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებსა და უსაფუძვლო კრიტიკას. მუსიკა და ზოგადად ხელოვნება თქვენზე დადებითად იმოქმედებს.

ვეფხვი

კარგი დღეა თქვენი ფინანსური მდგომარეობის გადასახედად. ფრთხილი გამოკვლევა დაგეხმარებათ საკუთარი თავის გაკონტროლებაში. იყავით უფრო მომთხოვნი და კატეგორიული. საღამო საყვარელ ჰობის დაუთმეთ.

კურდღელი

იმუშავეთ საკუთარ თავზე. თავდაჯერებულობა წარმატებას მოგიტანთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი პრობლემა შეგექმნებათ. დღეს განსაკუთრებულად ეცდებით, რომ თქვენი აზრი ძალიან სათუთად და ფრთხილად გამოხატოთ.

დრაკონი

დღევანდელი ენერგია სხვადასხვა მიმართულებით წაგიყვანთ, რამაც შეიძლება თქვენი ოჯახის წევრები გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააგდოს. აზრის გამოთქმისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. გართულებული სიტუაციის გამო შესაძლოა დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანოთ.

გველი

უცნაური დღე გექნებათ, რომელიც გრძნობებითა და მოულოდნელობებით იქნება სავსე. თქვენ ყურადღების ცენტრში ყოფნა გენდომებათ, ამას კი ხელს ახალი იმიჯი შეუწყობს.

ცხენი

საკუთარი მიამიტობის გამო შესაძლოა ვერ შეამჩნიოთ სხვისი თქვენდამი ცუდი დამოკიდებულება. მათთან, ვისაც კარგად არ იცნობთ, დისტანცია შეინარჩუნეთ. რთული იქნება ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც თქვენს ნდობას დაიმსახურებს.

თხა

მშვიდი ურთიერთობები სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი ადამიანი. კარგი იუმორის გრძნობა და ქარიზმა ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

მაიმუნი

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით რბილი და დიპლომატიური ადამიანი ხართ, დღეს ამ რეპუტაციიდან არაფერი დარჩება. ლემ თრინის ვარსკვლავის გავლენის გამო აგრესიული და მკაცრი იქნებით, რასაც შეიძლება კონფლიქტიც მოჰყვეს.

მამალი

თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ. ნუ გააჩერებთ უპასუხისმგებლო ადამიანებს თქვენს გვერდით. ყურადღებით იყავით, რადგან ისინი თქვენი საქმის გაფუჭებას შეეცდებიან.

ძაღლი

დღეს თქვენი ინტუიცია მოწოდების სიმაღლეზეა. ენდეთ თქვენს გრძნობებს იმ ადამიანების მიმართ ვისაც იცნობთ და ყური უგდეთ თქვენს ოცნებებს. თავს ბედნიერად ემოციურად სტაბილური და ლოიალური ადამიანების გარემოცვაში იგრძნობთ.

ღორი

ნებისმიერ საქმეს ოპტიმისტურად მიუდექით. ოჯახური პასუხისმგებლობები პირველ ადგილზე დააყენეთ. მოემზადეთ მოქმედებისთვის. მთავარია თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ.