2017 წლის მაჩვენებლით, ჩინეთში უკვე 20 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული WeChat-სა და მასთან დაკავშირებულ სამსახურებში. ინფორმაციას ამის შესახებ, ჩინეთის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აკადემია ავრცელებს.

დაახლოებით 5 მილიონი ჩინელი უშუალოდ WeChat-ის აპლიკაციის, მულტიფუნქციური შეტყობინებების, სოციალური მედიისა და ელექტრონული გადახდის აპლიკაციის მიმართულებით მუშაობს, რაც ტექნოლოგიური გიგანტის - Tencent-ის მიერ არის შექმნილი.

WeChat-ი ასევე მობილური ინტერნეტის სტიმულაციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახდა. 2017 წლის მონაცემებით, WeChat-ზე დახარჯული მობილურის ინტერნეტი ერთ მომხმარებელზე, მთლიანი ინტერნეტის 34%-ს შეადგენს.