ვირთხა

თხენ ჰონგის ვარსკვლავის გავლენის გამო დღეს აგრესიული და გაღიზიანებული იქნებით. ყველაზე უმნიშვნელო მოვლენასაც კი შესაძლოა თქვენი მძაფრი რეაქცია მოჰყვეს.

ხარი

ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი. მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ.

ვეფხვი

დღეს მიხვდებით, რომ ერთგულ და გამოცდილ პარტნიორს საჭიროებთ. თუ გარშემო გყავთ ასეთი, გაუფრთხილდით მას. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საყვარელ ადამიანს. იზრუნეთ პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

კურდღელი

უსაქმოდ ნუ გაჩერდებით, თუმცა, რუტინულ მოსაწყენ საქმიანობას ნაკლები დრო დაუთმეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი.

დრაკონი

ნებისმიერი დავალების შესრულებას შემოქმედებითად მიუდექით. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. ახალი ნაცნობების მიმართ სიფრთხილე გმართებთ, ყველას ნუ ენდობით.

გველი

ახალი მიზნების მისაღწევად ახალი კავშირებიც გამოიყენეთ და გამოცდილი მეგობრების რჩევებიც. უფროსთან ურთიერთობისას ნუ დაივიწყებთ საქმიან ეტიკეტს.

ცხენი

დღეს სხვანაირად შეხედავთ მოვლენებს. ოჯახის წევრები მეტ ვალდებულებას დაგაკისრებენ. შესაძლოა უფროს ნათესავებზე მოგიწიოთ ზრუნვა. რუტინული საქმეების ნაწილი შინ შეასრულეთ.

თხა

ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ფინანსური საკითხების მოგვარებისას მეტი ყურადღება გმართებთ. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხი იურისტთან შეათანხმეთ.

მაიმუნი

დილიდან მობილიზებული უნდა იყოთ. ბევრი საინტერესო ამბავი გელით და ეცადეთ არაფერს გამოაკლდეთ. დაეხმარეთ ბავშვებს შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში.

მამალი

დილა მსუბუქი ვარჯიშით დაიწყეთ. დღის განმავლობაში ნუ განმარტოვდებით: შეხვდით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს, იმხიარულეთ და განიტვირთეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

ძაღლი

აქტიურობა და ოპტიმიზმი ხელს შეუწყობს წარმატების მიღწევას. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ უფროსი თაობის ადამიანებთან.

ღორი

დღეს შესაძლოა მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდეთ. შენიშვნები მშვიდად მიიღეთ და შეეცადეთ აქედან სწორი დასკვნები გამოიტანოთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ყველაფერი კარგად იქნება.