ვირთხა

დღეს განსაკუთრებით სენსიტიური კრიტიკის მიმართ იქნებით. უმჯობესი იქნება, თუ თავიდან აირიდებთ კონფლიქტურ ადამიანებს და არ მიაქცევთ ყურადღებას მათ უკმაყოფილებას.

ხარი

პირობის დადებისას დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ და გარშემომყოფებს ისეთ რამეს ნუ დაპირდებით, რისიც თავადაც არ გჯერათ. კარგი დღეა იმისთვის, რომ დაისვენოთ და საკუთარ თავში კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედოთ.

ვეფხვი

დღეს მოსალოდნელია მცირეოდენი გაუგებრობა. თუ ოჯახში რაიმე ფინანსური პრობლემა იქნება, მაქსიმალურად მშვიდად შეხვდით მას და მისი მოგვარების გზებზე იფიქრეთ.

კურდღელი

კარგი დღეა სიახლეებისთვის. იმ შემთხვევაშიც კი თუ მშვიდად ხართ სახლში, დღევანდელი ენერგია უსაქმოდ ყოფნის საშუალებას არ მოგცემთ. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ.

დრაკონი

თქვენს ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი დალაგდა. ნუ აჩქარდებით, მიჰყევით დინებას და თვითნებურად ნუ არევთ ყველაფერს. რჩევისთვის საუკეთესო მეგობარს მიმართეთ და ის დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

გველი

მოსალოდნელია სტრესული სიტუაცია, რომელსაც თქვენი და იმ ადამიანის ურთიერთობა გამოიწვევს, რომელიც ძალიან ახლოსაა, თუმცა იმედი გაგიცრუათ.

ცხენი

დღევანდელი დღე გაძლევთ საშუალებას საყვარელ ადამიანს თქვენი რეალური გრძნობები გაანდოთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ დიდი ხნის პაუზა გქონდათ აღებული ურთიერთობაში, დღეს ყველაფერს დაალაგებთ.

თხა

უმჯობესი იქნება, თუ საქმეს კრეატიულად მიუდგებით და არ მოუსმენთ გარშემომყოფების კრიტიკას. ყველაზე ბედნიერი იქნებით მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად მუშაობას შეძლებთ.

მაიმუნი

ვან სუონგის ვარსკვლავის გავლენის გამო დღეს ოპტიმისტურად და მხიარულად იქნებით განწყობილი. თქვენს გარშემო შესანიშნავი ხალხი იქნება და თქვენც ემოციურად განიტვირთებით.

მამალი

დღევანდელი ენერგია ეფექტურობას, შარმსა და თვითრწმენას უჭერს მხარს. ადამიანებთან, რომლებთან ყოფნაც გსიამოვნებთ, ეცადეთ ახლო დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

ძაღლი

ყველაფერს, რასაც დღეს წამოიწყებთ, დამატებითი დრო და ენერგია დასჭირდება. იდეალური დღეა რაღაც ახლის წამოსაწყებად. ეს შეიძლება იყოს სამსახურთან, პირად ურთიერთობებთან ან კრეატიულ პროექტებთან იყოს დაკავშირებული.

ღორი

თუ არ გაქვთ გარკვეული გეგმა შემუშავებული სწორ კვებასა და ვარჯიშთან დაკავშირებით, მაშინ დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც თქვენს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები უნდა შეიტანოთ.