ვირთხა

ბუნებასთან სიახლოვე დღეს დაგამშვიდებთ. მეტად გაიღიმეთ, და მაშინ ახალ მეგობრებსაც შეიძენთ და ძველებსაც უფრო დაუახლოვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მარტო დარჩენა დღეს არ ღირს.

ხარი

შესანიშნავი დღეა იმისთვის რომ ნებისმიერ რთულ საქმეში პროგრესს მიაღწიოთ. ძალღონეს ნუ დაიშურებთ სასურველი მიზნის მიღწევისთვის. აკეთეთ რაც შეიძლება მეტი, საღამო კი მშვიდ და მეგობრულ გარემოში გაატარეთ.

ვეფხვი

საუკეთესო შედეგის მისაღწევად კომპრომისული გადაწყვეტილებები მიიღეთ. ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების უნარი, დადებით შედეგს გამოიღებს. ნუ მოგერიდებათ გარშემომყოფებისთვის დახმარების თხოვნა, რადგან ყველაფერში გამოცდილი ვერ იქნებით.

კურდღელი

მოვლენებით დატვირთული დღე გექნებათ. განსაკუთრებით კარგი იქნება დროის გატარება იმ ადამიანებთან, ვისთანაც რეალურად კარგად გრძნობთ თავს. სწორად არჩეულ სამეგობრო წრეში თქვენი იუმორის გრძნობით ბევრს გაამხიარულებთ.

დრაკონი

ვარსკვლავები იმაზე ფოკუსირებისკენ მოგიწოდებენ, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გიყვართ. მეგობრები კარგი რჩევებით დაგეხმარებიან. სერიოზული გამოწვევების მიმართ მეტად მიმღები გახდებით.

გველი

ახლა არ ღირს ძველი წყენის გახსენება და ურთიერთობის გარკვევა მათთან, ვისაც მტრად მიიჩნევთ. კარგად მოფიქრებული, დიპლომატიური სვლებით გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

ცხენი

დროა დაფიქრდეთ ცხოვრების პერსპექტივებზე. უნდა აღმოაჩინოთ ახალი ჰორიზონტები, ამიტომ გამოდით კომფორტის ზონიდან და, როგორც მინიმუმ, ნაცნობების წრე გააფართოვეთ.

თხა

შესაძლოა იგრძნოთ რომ სათანადოდ არ გაფასებენ, რის გამოც წყობილებიდან გამოხვალთ. უმჯობესი იქნება თქვენი სათქმელი იქამდე თქვათ, სანამ სიტუაცია გამწვავდება. გახსოვდეთ რომ ადამიანები იშვიათად იცვლებიან. ერთადერთი ადამიანი, რომლის გამოსწორება და გაუმჯობესებაც შეგიძლიათ - თქვენ ხართ.

მაიმუნი

იღბლიანი დღეა რომანტიკისთვის. რთული ურთიერთობები საპირისპირო მიმართულებით განვითარდება. მოვლენებისადმი რეალისტური მიდგომა გამოიყენეთ. სანამ საუბარს დაიწყებთ, დარწმუნდით რომ ეს თქვენს ინტერესებში შედის.

მამალი

დღეს გულახდილი საუბრის დღეა. თქვენი აზრი გარშემომყოფებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებულ ადამიანთან შეხვედრა ძალიან გაგამხიარულებთ და კარგ დროს გაგატარებინებთ. მოზღვავებული ენერგია სხვების დახმარების საშუალებას მოგცემთ.

ძაღლი

შეიძლება გარკვეული დაპირისპირება მოგივიდეთ საპირისპირო აზრის მქონე ადამიანთან. მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა. თუ არ იქნებით იმპულსური და საკუთარ ტემპერამენტს გააკონტროლებთ, მაშინ ბევრ წარმატებას მიაღწევთ.

ღორი

დღეს განსაკუთრებულად ემოციური იქნებით. წარსულში მოუგვარებელმა პრობლემამ, შესაძლოა აწმყოში სირთულეები შეგიქმნათ, რასაც თავიდან ვერ აირიდებთ. კარგი იქნება, თუ თქვენი რეალური გრძნობების შესახებ ღიად ისაუბრებთ. საღამო იღბლიანი იქნება, თუ მას მეგობრებთან ერთად გაატარებთ.