გამომდინარე იქიდან, რომ წლის ბოლოა, ჩინეთის ამაზონმა 2017 წელს ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი წიგნების სია გამოაქვეყნა , რომელიც როგორც ნაბეჭდ წიგნებს, ასევე მათ ელექტრონულ ვერსიებსაც მოიცავს.

პირველი სამი ადგილი დაიკავა ნაბეჭდმა წიგნებმა, რომელთა შორისაა იაპონელი მწერლის კეიგო ჰიგაშინოს „ნამიას მაღაზიის სასწაულები“, ჩინელი იანგ ძიანის „ჩვენ სამი“ და ერიკ ლიტვინის „კატა პიტი“.

ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული წიგნებიდან პირველ სამეულში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნები მოხვდა. მათ შორის არიან, ლიუ ცისინის „სამი-სხეული“, კეიგო ჰიგაშინოს „ნამიას მაღაზიის სასწაულები“ და ართურ კონან დოილი „შერლოკ ჰოლმსი“.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: