განათლების სამინისტროს განცხადებით, მომავალი წლისთვის ჩინეთს 8.2 მილიონი კურსდამთავრებული ეყოლება. 2017 წელთან შედარებით მაჩვენებელი 250,000-ით არის გაზრდილი.

პეკინში გამართულ კურსდამთავრებულთა ნაციონალურ კონფერენციაზე განათლების მინისტრის მოადგილემ ლინ ჰუი ციანმა განაცხადა, რომ კურსდამთავრებულების რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს უმუშევრობის საკითხს კიდევ უფრო გაართულებს.

ლინის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანას მსგავსი სახის პრობლემები არ შეექმნას, ახალგაზრდებმა მინიმალური საფეხურიდან უნდა დაიწყონ მუშაობა, სადაც ისინი შეძლებენ ისეთი სერვისების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს არამარტო დედაქალაქის, არამედ სოფლებისა და სხვა ქალაქების განვითარებას.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: