ჩინეთის სახელმწიფო საწარმოთა მოგების ზრდა 2018 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა. აღნიშნულ ინფორმაციას, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო სინხუა ავრცელებს.

სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყნის სახელმწიფო საწარმოთა ჯამურმა მოგებამ 711,04 მილიარდი იუანი (დაახლოებით 112,9 მილიარდი დოლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,7%-ით მეტია.

მარტის ბოლოს ჩინეთის სახელმწიფო საწარმოთა საერთო აქტივებმა 164,08 ტრილიონ იუანს მიაღწიეს, რაც წლიური გაანგარიშებით 9,6%-იან ზრდას ნიშნავს.

ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, მოგების მნიშვნელოვანი ზრდა ფოლადსასხმელ, ნახშირის, ნავთობქიმიურ და ელექტროენერგეტიკულ მრეწველობაში დაფიქსირდა. ამასთან, მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა ფერად მეტალურგიაში.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: